logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დედებისა და ბავშვების საცხოვრებელი პირობების რეიტინგში საქართველო 87–ე ადგილზეა

დედებისა და ბავშვებისათვის საცხოვრებელი პირობების რეიტინგში საქართველო 164 ქვეყანას შორის 87–ე ადგილზეა. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ Save the children–მა იმ ქვეყნების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც დედები და ბავშვები ყველაზე უკეთ და ყველაზე ცუდად ცხოვრობენ. რეიტინგი შედგენილია რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით, მათ შორისაა სამედიცინო დახმარების ხარისხი, განათლების და ცხოვრების და სხვა პირობები.

რეიტინგიდან ირკვევა, რომ დედებისა და ბავშვებისათვის ცხოვრების საუკეთესო პირობები ნორვეგიაშია შექმნილი. ამ სიაში მან გასული წლის ლიდერი შვედეთი შეცვალა. რეიტინგის მიხედვით, ნორვეგიაში ქალები საშუალოდ 83 წელს ცოცხლობენ, ხუთ წლამდე ასაკში კი 333–დან 1 ბავშვი იღუპება. ნორვეგიას მოსდევს ავსტრალია, ისლანდია, შვედეთი და დანია.

დედებისა და ბავშვებისათვის ცხოვრების ყველაზე ცუდი პირობები ავღანეთშია, სადაც ქალების სიცოცხლისუნარიანობა დაახლოებით 45 წელია. მშობიარობის დროს 11 დან 1 ქალი იღუპება, 5 წლამდე ასაკს კი ყოველი მეხუთე ბავშვი ვერ აღწევს.

რაც შეეხება საქართველოს, Save the children–ის რეიტინგის მიხედვით რეგიონის ქვეყნებს შორის მას მეორე ადგილი უჭირავს. საქართველოში დედებისა და ბავშვებისათვის უარესი პირობებია, ვიდრე სომხეთში, თუმცა უკეთესი ვიდრე აზერბაიჯანში. საქართველოში ქალები საშუალოდ 77 წლის ასაკამდე ცოცხლობენ, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში კი 34–დან ერთი ბავშვი იღუპება.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის განცხადებით, მსგავსი კვლევები მრავალ პარამეტრზე დაყრდნობით კეთდება და ქვეყნის ადგილი რეიტინგში სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრება. ამასთან, ზოგიერთი პარამეტრი შესაძლოა ყველა ქვეყანაში არც აღირიცხებოდეს და გამოკვლეულიც არ იყოს. რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, ბოლო წლებში დედათა და ბავშვთა შობადობისა და სიკვდილიანობის აღრიცხვას მოწესრიგებასთან ერთად აშკარად დადებითი ტენდენციები გამოიკვეთა. ამას ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს. მისი თქმით, გასულ წლებში მნიშვნელოვნად მოიმატა შობადობის მაჩვენებელმა, შემცირდა როგორც 1, ასევე 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა, შესაბამისად გაუმჯობესდა ჯანდაცვის ხარისხი და გაიზარდა განათლების მაჩვენებელი.

http://commersant.ge

2011.05.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006