logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "ჯიპიაი ჰოლდინგი" საავადმყოფოების მშენებლობის პროექტს აქტიურად ახორციელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ბაღდათში მშენებარე საავადმყოფო მოინახულა. მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრის მშენებლობა სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" დაკვეთით ხორციელდება. მშენებლობის პროცესი ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

ოთხსართულიანი სამედიცინო დაწესებულება ადგილობრივ მოსახლეობას სრულ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. საავადმყოფოში შესაძლებელი იქნება როგორც ამბულატორიული ასევე ჰოსპიტალური მკურნალობის მიღება. სტაციონარული მომსახურებისათვის საავადმყოფოში განთავსდება 15 საწოლი.

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი რეგიონში კერძო დაზღვევის განვითარებას გეგმავს, რის შემდეგ სამედიცინო ცენტრში მკურნალობის მიღება ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება. ხოლო რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სამედიცინო მომსახურებას პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მიიღებს.

გიორგი კვირიკაძე, სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: „მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კომპანია აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოების მშენებლობის პროცესში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ერთ-ერთ საავადმყოფოს ბაღდათში ვაშენებთ. ზოგადი პროფილის საავადმყოფო მოსახლეობას ისეთ სამედიცინო სერვისს შესთავაზებს, როგორიცაა ამბულატორიული და სტაციონალური მომსახურება. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ჩვენი კომპანია 10 საავადმყოფოს ააშენებს. აღნიშნული პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება"
შეგახსენებთ, რომ ჯიპიაი ჰოლდინგი 10 საავადმყოფოს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აშენებს. აქედან ორი საავადმყოფო იმერეთის რეგიონში შენდება - ბაღდათში და სამტრედიაში. საავადმყოფოების მშენებლობა მიმდინარეობს მცხეთაში, გურჯაანში, ყაზბეგში, ბაკურიანში და ბორჯომში. ხოლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხორციელდება დუშეთში და საგარეჯოში.

ყველა აღნიშნული პროექტების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ პროექტის დაფინანსებისთვის 20მლნ ლარია გამოყოფილი. 10 საავადმყოფო სულ 225 საწოლს მოემსახურება.

“ჯიპაი ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

2011.05.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006