logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ანტიბიოტიკები ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება

ანტიბიოტიკები ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება. ამის მიზეზი ისა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ანტიბიოტიკების ხშირი და უმეტესად ექიმის დანიშნულების გარეშე მიღების შემდეგ აღნიშნული პრეპარატი კონკრეტულ ბაქტერიულ ინფექციებს ვეღარ „ერევა“ და ყოველგვარ ეფექტს კარგავს. ქართველი ექიმებიც და ხელისუფლება ანტიბიოტიკების მოხმარებასა და რეალიზაციაზე კონტროლის მექანიზმების გამკაცრების წინადადებით გამოდიან და მის ურეცეპტოდ გაყიდვაზე შეზღუდვის დაწესებას ითხოვენ. თუმცა ეს საკმაოდ რთული იქნება საქართველოში, სადაც პოლიკლინიკის ექიმთან კონსულტაცია 15–20 ლარი ჯდება.

აფთიაქებში ამბობენ, რომ კლიენტთა უმეტესობა ძირითადად იმ ანტიბიოტიკებს ყიდულობს, რომელთა ფასი 10 ლარს არ აღემატება. თუ ანტიბიოტიკების გაყიდვაზეც იგივე კანონი გავრცელდება, რაც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციაზეა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ნატა ავალიანის შეფასებით, ანტიბიოტიკების რეზისტენტობა ანუ მგრძობელობის დაკარგვა დაავადებათა გამომწვევთა მიმართ სერიოზულ პრობლემას ქმნის. ამის მიზეზი კი პრეპარატების არარაციონალური გამოყენებაა.

„განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ თვითმკურნალობაზე, რომელიც საქართველოში სერიოზული პრობლემაა. ვირუსული მკურნალობის დროს სიცხის დამწევად მისი მიღება აბსოლუტურად დაუშვებელია, რადგან არანაირი ეფექტი არ გააჩნია. არის მეორე პრობლემაც – არანაკლებ ხშირად, ანტიბიოტიკებს ექიმები არარაციონალურად ნიშნავენ,“ – აცხადებს ავალიანი.

მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ღონისძიებები უკვე დაგეგმილია. კერძოდ, საუბარია ანტიბიოტიკების გამოყენების მოწესრიგებაზე სამედიცინო პერსონალის მხრიდან. ასევე, მისი თქმით, აუცილებელია რეცეპტის სისტემის ამოქმედება და მოსახლეობის განათლება.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძეც ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ ანტიბიოტიკები რეცეპტით უნდა გაიყიდოს და მისი დანიშვნა მკაცრად გაკონტროლდეს.

„ჩვენ მივუბრუნდებით რეცეპტურის საკითხს. ქვეყანა ნელ–ნელა უნდა შეეგუოს რეცეპტების გამოყენებას,“ – აცხადებს თოიძე.

http://commersant.ge

2011.04.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006