logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი კანონპროექტები

9 მარტს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”; "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”; "საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”. კანონპროექტის მიზანია საკანონმდებლო დონეზე ქვეყანაში უკვე დანერგილი პალიატიური მზრუნველობის სამართლებრივი საფუძვლების დადგენა უზრუნველყოს. კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრა დეფინიცია პალიატიური მზრუნველობა, რაც აქტიურ მრავალპროფილიან მზრუნველობას ნიშნავს, რომლის უმთავრესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური, ფსიქოლოგიური სულიერი მხარდაჭერა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღან ექვემდებარება; ასეთი მზრუნველობით შესაძლებელია ავადმყოფებისა და მათი ოჯახების ცხოვრების უკეთესი ხარისხის მიღწევა. ამ კანონპროექტით, სახელმწიფო აღიარებს ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების აუცილებლობას ტკივილისა და ტანჯვის შემსუბუქების მიზნით.
კანონპროექტის - "საექიმო საქმიანობის შესახებ” მიზანია პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოს ექიმთა დაცვის სოციალური და სამართლებრივი საფუძვლების დადგენა. გარდა ამისა, საექიმო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით ექიმის დაღუპვის შემთხვევაში, გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 5 წლის შრომის ანაზღაურების ოდენობით, ექიმის შრომისუნარიანობის სრული დაკარგვისას ერთჯერადი დახმარება 5 წლის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომისუნარიანობის ნაწილობრივი დაკარგვისას - ერთჯერადი დახმარება 1 წლის შრომის ანაზღაურების ოდენობით. ექიმს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ხელშეუხებლობა და საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
"სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი II და III მოსმენით გიორგი წერეთელმა წარმოადგინა. როგორც მან განმარტა, კანონპროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ იმ პირებს, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადა გასდით 2006 წლის 30 დეკემბრიდან 2007 წლის 1 მარტამდე აღნიშნული სტატუსი შეუნარჩუნდებათ 2007 წლის 1 მაისამდე. პროექტით დარეგულირებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა დაახლოებით 20 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პენსიის მიღების უფლების მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით შეწყვეტა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ფრუიძემ კომიტეტს "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მიღების შემდეგ კანონქვემდებარე აქტების შემუშავების მდგომარეობის თაობაზე სამინისტროს ინფორმაცია გააცნო.
"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონპროექტი კომიტეტმა II მოსმენით განიხილა. პროექტის მიზანია განსაზღვროს სახელმწიფოს ვალდებულებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, გამოავლინოს მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორები, უზრუნველყოს პროფილაქტიკური და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული მექანიზმები. კანონპროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, უწყებებს შორის პასუხისმგებლობის მკაფიო განაწილებას. რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ვახტანგ ლეჟავამ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე და შენიშვნებზე ისაუბრა. როგორც გიორგი წერეთელმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით კომიტეტი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვითარებაში ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან.
კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

http://www.parliament.ge

2007.03.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006