logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ლიტველი ბიზნესმენი: ყოველი 10 ქართული კომპანიიდან 8 ჭვავის პურის ფალსიფიკაციას ეწევა

ქართველი ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ საქართველოში პურის ბაზრის უკონტროლობაზე უცხოელი ინვესტორებიც ალაპარაკდნენ.

„ლიტვური საცხობის“ დამფუძნებელის გიედრუს სეველევიჩუსის თქმით, ქართული პურის კომპანიების ნაწილი ჭვავის პურის ფალსიფიკაციას ეწევა, ანუ ხორბლის ფქვილს კანცეროგენული მინარევებით ღებავს და ჭვავის პურად ასაღებს. საქართველოში ყოველი 10 კომპანიიდან, 8 კომპანია ჭვავის პურის ფალსიფიკაციას ეწევა. აქ პურის ბაზარი უკონტროლოა და შესაბამისად ფალსიფიკაციაც მარტივია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ქვეყნის ბაზარზე, რომელიც ჭვავის ფქვილს თავად არ აწარმოებს და იმპორტიც საკმაოდ მცირე აქვს, ამ რაოდენობის ჭვავის პური იყოს წარმოდგენილი. ეს უკონტროლობის შედეგია. საჭიროა მკაცრი კანონმდებლობა და შესაბამისი ლაბორატორია, რათა ბაზარიც და მომხმარებელიც დაცული იყოს. მათ კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართეს, თუმცა როგორც იქ აუხსნეს, ისინი ჯერ მაღალი რისკის შემცველი პროდუქტების, ხორცისა და რძის ნაწარმის კონტროლის გამკაცრებაზე მუშაობენ.

საქართველოს ბაზარზე ჭვავის პურის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი „ლიტვური საცხობია“. შესაბამისად, მომხმარებლის უმეტესობა ჭვავის პურის თემატიკას ქვეცნობიერად მათთან აკავშირებს. და როცა ერთ–ერთი ტელევიზიით ჭვავის პურის ფალსიფიკაციაზე სიუჟეტი გავიდა, სადაც „ლიტვური საცხობის“ რეკლამა იყო გამოყენებული შეთანხმების გარეშე, მომხმარებლის ნაწილმა ეს ისე აღიქვა, რომ ისინიც ფალსიფიკატორებს შორის მოიაზრებოდნენ და პურის „გასამუქებლად“ რაღაც მინარევებს იყენებდნენ. ამან კი ფინანსურად ძალიან დააზარალა კომპანია. ბოლო 6 თვეში კომპანიას 70–80%–იანი ზრდა ჰქონდა, ამ სიუჟეტის შემდეგ კი რეალიზაცია 40%–ით შეუმცირდათ. საქართველოში მუშაობის 6 წლის მანძილზე, კომპანიამ მომხმარებლის ნდობა მოიპოვა და როგორც გიედრუს სეველევიჩუსი ამბობს, მათ არ სურთ უსაფუძვლო ბრალდებების გამო პრობლემები შეექმნათ. მისივე თქმით, მათთვის გაუგებარია რას ნიშნავს პურის ხელოვნურად „გამუქება“. ფერი ხელოვნურად რომც შეცვალო, ჭვავის პურის გემოს მაინც ვერ მიიღებთ. საქართველოში თეთრ, შავ და რუხ პურს – ყველაფერს პურს უწოდებენ, ლიტვაში კი „პური“ მხოლოდ ჭვავის პურს ჰქვია.

http://commersant.ge

2011.04.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006