logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საკვებ პროდუქტებს ადამიანის გენით "ამდიდრებენ"

თბილისის ბაზრებსა თუ სუპერმარკეტებში არსებულ, კონსერვანტებითა და სხვადასხვა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ქიმიკატებით გაჯერებულ პროდუქტების ჩამონათვალს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ბრინჯი დაემატოს, რომელშიც ადამიანის გენს ჩანერგავენ. ექსპერტები ეკოლოგიურ საკითხებში აცხადებენ, რომ ადამიანის გენიანი ბრინჯის შექმნის იდეა აშშ-ში დაიბადა და იმ შემთხვევაში, თუ წარმოებაზე ნებართვა გაიცემა, ასეთი სახის ბრინჯის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
გენმოდიფიცირებული (გმო) პროდუქტების მწარმოებელმა გიგანტურმა კომპანიებმა ბოლო დროს აქცენტი რატომღაც ბრინჯზე გააკეთეს. მაგალითად, 2006 წლის აგვისტო-სექტემბერში მსოფლიოში დიდი სკანდალი აგორდა გრძელმარცვლიან გმო ბრინჯთან დაკავშირებით. ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი სახეობის ბრინჯი, რომლის მოხმარებაც ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, საქართველოშიც შემოვიდა. (გრძელმარცვლიანი გმო ბრინჯი გათვლილი იყო ღორების გამოსაკვებად და არა ადამიანებისათვის). დღესდღეობით, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ყველანაირად ცდილობს, რომ გრძელმარცვლიანი გმო ბრინჯი აკრძალოს, რომელმაც მთელ მსოფლიოში ბრინჯის მარაგები დააბინძურა.
იქიდან გამომდინარე, რომ გმო-ს მწარმოებელი კომპანიებისათვის "საცდელი კურდღლების" როლში, ძირითადად, განვითარებადი ქვეყნები არიან, ადამიანის გენიან ბრინჯის წარმოებაზე ნებართვის გაცემის შემთხვევაში, მას თბილისის ბაზარზეც უნდა ველოდოთ. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საწინააღმდეგო კომპანიის კოორდინატორი, გიორგი მაღრაძე აცხადებს, რომ იგი უახლოეს მომავალში საზოგადოებას დაწვრილებით ამცნობს ადამიანის გენიანი ბრინჯის მავნებლობის შესახებ.
"აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში შესულია გეგმა, რომელიც ადამიანის გენის შემცველ ბრინჯს ეხება. იდეის ავტორები მის წარმოებაზე ნებართვას ელიან. ეს დიდი დარტყმა იქნება მთელი მსოფლიოსათვის. როგორც იდეის ავტორები განმარტავენ, ადამიანის გენიანი ბრინჯი შეიცავს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო ნივთიერებებს. სინამდვილეში კი, ამ ბრინჯს ადამიანის ჯანმრთელობისათვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია", - აცხადებს მაღრაძე.
გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, ჩვეულებრივ, ცოცხალი ორგანიზმების მსგავსად, გავრცელება, გამრავლება, ველური სახეობებისათვის თავისი გენების გადაცემა შეუძლიათ. საერთოდ, ყველა სახის გმო-პროდუქტი ადამიანის ორგანიზმისათვის ახალ, უცხო ნივთიერებებს შეიცავს. იგი ხელოვნური ნივთიერებებითაა გაჯერებული. მაგალითისათვის, თევზის გენიანი პომიდორი, ძაღლის გენიანი ბადრიჯანი, ვირთაგვას გენიანი კომბოსტოც კი კმარა. ყველა ამ სიკეთესთან ერთად, მეცნიერული კვლევების თანახმად, გმო-პროდუქტებმა ადამიანის ორგანიზმში, შესაძლოა, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობები, ალერგიები, კუჭ-ნაწლავის დაავადებები და უამრავი სხვა სერიოზული პათოლოგიები გამოიწვიოს.
მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობაში გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენების მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ გენური ინჟინერიის გარეშე კაცობრიობა ვერ იარსებებს. დედამიწის მოსახლეობის მატება, მათი გამოკვების გარკვეულ პრობლემებს შექმნის. გმო-მცენარეებს, ტრადიციულ კულტურებთან შედარებით, მეტი მოსავლის მოცემა შეუძლიათ, რადგან მათ ახალი თვისებები - მავნებლების მიმართ გამძლეობა ახასიათებთ. გმო-მცენარეები გარემოს მკაცრ პირობებს, გვალვას, ყინვას ეგუებიან.
გენმოდიფიცირებული პროდუქტების კულტივირება ძირითადად, აშშ-ში ხდება. ასეთი პროდუქტების მოყვანას დიდი ფართობი ეთმობა კანადაში, არგენტინაში, ჩინეთში, შედარებით ნაკლები სხვა ქვეყნებში. გმო-მცენარეებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია, სოიო, სიმინდი, ზეთის რაფსი, ბამბა, მზესუმზირა, შაქრის ჭარხალი, თამბაქო და ა.შ. ექსპერტთა ინფორმაციით, გმო-პროდუქტების წარმოება საკვებისა და აგროქიმიურ გიგანტურ კორპორაციებს აწყობთ, რადგან ისინი ამით დიდ ფულად მოგებას ღებულობენ.
2004 წლის აპრილში გმო-პროდუქტებთან დაკავშირებით, ევროპაში ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, გმო-ს საკვებმა ნიშანდება მიიღო. რაც შეეხება საქართველოს, გმო-ს შემცველ პროდუქტებზე არავითარი კონტროლი არ ხორციელდება. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ დღეისათვის არ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა და, შესაბამისად, გმო-პროდუქტებზე კონტროლი ვერ ხორციელდება.
"ევროპაში პირველ ადგილზე დგას მომხმარებელთა ინტერესები. ისეთ ქვეყნებში კი, სადაც კანონმდებლობა არ არის და მარეგულირებელი ორგანოები არ მუშაობენ, შესაძლოა, ადამიანის გენიანი ბრინჯი ისე შემოვიდეს, რომ ვერავინ გაიგოს", - აცხადებს გიორგი მაღრაძე.

ქეთი ბერიკაშვილი

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.03.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006