logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ნიკოლოზ ფრუიძეს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ფრუიძეს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ფრუიძესთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ფრუიძემ დანაშაული აღიარა. მას 3 წლიანი პატიმრობის გარდა ჯარიმის სახით 100 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

ფრუიძის გარდა საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ამავე საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ბესარიონ გოცირიძესთან. გოცირიძეს სასჯელის სახედ 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ნიკოლოზ ფრუიძეს ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც იურიდიული პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მიღება, რათა ამ მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ასევე, თაღლითობაში დახმარება.

ბესარიონ გოცირიძეს კი ბრალად ედებოდა: დახმარება მოხელისათვის პირდაპირ ფულის მინიჭებაში, რათა ამ მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი და განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა უკანონო ქმედების ჩასადენად; ასევე თაღლითობაში დახმარება, ესე იგი დახმარება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლებაში.

საქმის მასალების მიხედვით: 2004 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 13 აგვისტომდე ნიკოლოზ ფრუიძე მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. 2009 წლის 30 ივლისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეიტანა ორმა პრეტენდენტმა ს.ს. "ჯი პი სი"-მ და შ.პ.ს. "ნ ფარმი +"-მა.
ტენდერში მონაწილე ორივე პრეტენდენტის ფირმის მიერ ტენდერის №1 ლოტში შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, ვაქცინის შემადგენლობა და ხარისხობრივი მაჩვენებლები იყო იდენტური, ნიკოლოზ ფრუიძემ, რომელიც მითითებულ პერიოდში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე განიზრახა გამოეყენებინა თავისი ხელმძღვანელობითი თანამდებობრივი ავტორიტეტი, რათა სატენდერო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებზე, ასევე მოწვეულ სპეციალისტებზე უკანონო ზეწოლის გზით, ტენდერში მონაწილე შპს "ნ ფარმი +", რომელის ფინანსური დირექტორი, ბესარიონ გოცირიძე, იყო ნიკოლოზ ფრუიძის ახლო მეგობარი გამოცხადებულიყო ტენდერის №1 ლოტში გამარჯვებულ კომპანიად. რის სანაცვლოდაც ნიკოლოზ ფრუიძე ქრთამის სახით წინასწარი შეთანხმებით ბესარიონ გოცირიძისაგან მიიღებდა ფულად თანხას 25 000 აშშ დოლარის ოდენობით.

შპს "ნ ფარმი+"-ის მფლობელი ზურაბ ნატროშვილის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

http://www.presage.tv

2011.04.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006