logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შემცველობის მითითება ჩაის კომპანიებისთვისაც სავალდებულო გახდება

რძის კომპანიების შემდეგ პროდუქციის ეტიკეტზე შემცველობის მითითება შესაძლოა ჩაის იმპორტიორი კომპანიებისთვისაც გახდეს სავალდებულო. ჩაის ყუთზე მითითებული უნდა იყოს, რომელ ხელოვნურ დანამატს შეიცავს ეს პროდუქტი. ამ ინიციატივით პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გეგენავამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეჩაიეთა ასოციაციის თავმჯდომარის თენგიზ სვანიძის განცხადების შემდეგ მიმართა. თენგიზ სვანიძის ინფორმაციით, საქართველოში იმპორტირებული ჩაი ერთი წლის დაგვიანებით შემოდის. ამ დროს ჩაის ყველა თვისება დაკარგული აქვს. ამიტომ მწარმოებლები მას ხელოვნურ საღებავებს და არომატიზატორებს უმატებენ. მისი თქმით, ასოციაციის მიერ რამდენიმე სახეობის იმპორტირებული ჩაის კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ მწარმოებლები ხშირად ხელოვნურ საღებავ კოლერს იყენებენ. ანალიზმა ჩაის შემადგენლობაში ობის სოკოს არსებობაც დაადასტურა. თენგის სვანიძის განმარტებით, ხშირად ტროპიკებში მოყვანილი ჩაი უამრავი დაავადება აქვს პარაზიტების და მავნებლების სახით, რომლის წინააღმდეგაც შხამქიმიკატებს იყენებენ, რაც შემდეგ პროდუქციაშიც ხვდება.

ჩაის იმპორტიორ კომპანიებში კი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. კომპანია „კანტს“ ჩაი „გრინფილდი“ ცეილონიდან შემოაქვს. კომპანიის შესყიდვების სამსახურის უფროსის შალვა სულთანიშვილის განცხადებით, მომწოდებელი წინასწარ ითხოვს ინფორმაციას, თუ რა რაოდენობის პროდუქციის შესყიდვას გეგმავს იმპორტიორი, რათა ადგილობრივ ბაზარზე მოსავლის აღების პერიოდში პროდუქცია ამის მიხედვით შეიძინოს. ამის შემდეგ საშუალოდ 45 დღის განმავლობაში „გრინფილდი“ ქართულ ბაზარზე შემოდის. მისი თქმით, სწორი ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობებში დაფასოებული ჩაი 5 წლამდე ძლებს. რაც შეეხება არომატიზატორების გამოყენებას, შალვა სულთანიშვილის განმარტებით, ეს მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ კომპანიები ამ დანამატებს არა ჩაის სიძველის გადასაფარად, არამედ მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით იყენებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გეგენავამ სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მოითხოვა იმპორტირებულ ჩაიზე შემადგენლობაში იყოს მითითება რომელ ხელოვნური მინარევებია დამატებული.

http://commersant.ge

2011.03.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006