logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თსსუ-ის თანამშრომელთათვის გრანტების კონკურსი ცხადდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული, კლინიკური და ინოვაციური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია. იგი შეიქმნა სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციისა და ორიგინალური სამეცნიერო კვლევების წარმართვის მიზნით. გარდაქმნები, რომელიც სამედიცინო განათლების სფეროში ხდება, ცხადია, საუნივერსიტეტო მეცნიერებასაც შეეხო.
ინსტიტუტის დირექტორის ზაზა ბერიშვილის თქმით, ინსტიტუტის ძირითად ამოცანად კვლავ საუნივერსიტეტო მეცნიერების განვითარება და უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრების ჩამოყალიბება რჩება, მუშაობის მეთოდი კი რამდენადმე იცვლება. მუდმივმოქმედი ლაბორატორიები და განყოფილებები აღარ არსებობს, ინსტიტუტის მთავარი სტრუქტურული ერთეული სამუშაო ჯგუფი ხდება. ჯგუფი კონკრეტული კვლევის ჩასატარებლად იქმნება, ინდივიდუალურ პროგრამას ასრულებს და მისი არსებობის ვადა კვლევის შედეგებზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უნდა შედიოდნენ, რომლებიც საექიმო ცოდნის მიღებასთან ერთად მეცნიერული კვლევის საფუძვლებსაც დაეუფლებიან.
ინსტიტუტმა ამ დღეებში სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოაცხადა სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის. თემატიკა შეზღუდული არ არის და, შესაბამისად, უნივერსიტეტის ყველა მეცნიერს მიეცემა შანსი, მოიპოვოს სამეცნიერო მუშაობის ჩასატარებელი თანხაც და შესაძლებლობის ფარგლებში აღჭურვილი ლაბორატორიაც. როგორც დირექორი აღნიშნავს, ფინანსური შესაძლებლობები დღეს ძალიან შორსაა თანამედროვე მოთხოვნებისაგან, მაგრამ ამის კომპენსაციას ჩვენი მკვლევარების ინტელექტით, სხვა ორგანიზაციებთან კავშირითა და თემატიკის ოპტიმალური შერჩევით მოხდება.
აქვე უნდა ვთქვათ კიდევ ერთი სიახლის შესახებაც. ინსტიტუტის სამცნიერო საბჭო, რომელიც მიუკერძოებელი და ობიექტური მსაჯული იქნება გრანტების განაწილებიდან შედეგების შეფასებამდე, საზღვარგარეთ მოღვაწე მრავალი ქართველი მეცნიერით ივსება. მათი კეთილი ნებით, უანგარო დახმარების სურვილითა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით პროექტებიც საერთაშორისო დონეზე შეირჩევა და კვლევის შედეგებიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ იქნება შეფასებული.

http://www.24saati.ge

2007.03.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006