logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გამკაცრებული სანქციები უკანონო სამედიცინო საქმიანობაზე

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკანონო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის პრობლემა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი, ფინანსური კრიზისის თუ სხვა მიზეზების გამო, ხშირად მიმართავს ექიმბაშებს ან თვითმარქვია ექიმებს, რაც, არც თუ იშვიათად, სავალალო შედეგით სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა უკანონო საექიმო თუ ფარმაცევტული საქმიანობისთვის საკმაოდ მკაცრ სანქციებს აწესებს, ამ "პროფესიით" დაკავებულთა რიცხვი ნამდვილად არ მცირდება.

მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზნე­ო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ჩა­დე­ნი­ლი დანა­შა­უ­ლის­თ­ვის სან­ქ­ცი­ე­ბი გან­საზღ­ვ­რუ­ლია, რო­გორც სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სით, ასე­ვე, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვა­თა კო­დექ­სით, სა­დაც, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, დად­გე­ნი­ლი ჯა­რი­მე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გამ­კაც­რ­და.

სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სით, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო ან ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ჯა­რი­მით ან სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თით ის­ჯე­ბა.

ხო­ლო იგი­ვე ქმე­დე­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლის მოს­პო­ბა, ის­ჯე­ბა სა­მი­დან შვიდ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბით.

სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სით, მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზნე­ო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლად, ასე­ვე, ით­ვ­ლე­ბა და პა­ტიმ­რო­ბით ის­ჯე­ბა ისე­თი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა: "სი­ცოცხ­ლი­სათ­ვის ან ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სათ­ვის საფ­რ­თხის შემ­ქ­მ­ნე­ლი გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვა," "სა­ნი­ტა­რი­ულ-ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი წე­სის დარ­ღ­ვე­ვა," "შხა­მის ბრუნ­ვის წე­სის დარ­ღ­ვე­ვა," "შხა­მის მარ­თ­ლ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო მი­სა­კუთ­რე­ბა ან გა­მო­ძალ­ვა," "უსაფ­რ­თხო­ე­ბის მოთხოვ­ნებ­თან შე­უ­სა­ბა­მო, უხა­რის­ხო სა­ქონ­ლის გა­მოშ­ვე­ბა ან გა­ყიდ­ვა, უხა­რის­ხო სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა ან უხა­რის­ხო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა" ა.შ. თუმ­ცა, რო­გორც ჩვენ­თ­ვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ამ მუხ­ლით ბო­ლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერ­თი პი­რი არ არის და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი.

უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო ან ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვა­თა კო­დექ­სიც, რო­მელ­შიც აქამ­დე და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქ­ცი­ე­ბი 2011 წლის ინავ­რი­დან მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გამ­კაც­რ­და. კერ­ძოდ, სა­ხელ­მ­წი­ფო ლი­ცენ­ზი­ის ან სა­ხელ­მ­წი­ფო სერ­ტი­ფი­კა­ტის გა­რე­შე სა­მე­დი­ცი­ნო ან სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბა თუ ათა­სი ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბო­და, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვ­რი­დან ეს ჯა­რი­მა 2 ათას ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. იგი­ვე ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბით კი 3 ათა­სი ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა. სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ლი­ცენ­ზიო ან სა­ნე­ბარ­თ­ვო პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა კი ის­ჯე­ბა 1 000-დან 1 500 ლა­რამ­დე.

ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვა­თა კო­დექ­სით, მა­ღა­ლი რის­კის შემ­ც­ვე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის 200-დან 500 ლა­რამ­დე ჯა­რი­მა და­წეს­და. ხო­ლო და­ნა­შა­უ­ლის გან­მე­ო­რე­ბით გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში პი­რი და­ჯა­რიმ­დე­ბა 1 000 ლა­რით.

ჯა­რი­მა გა­ი­ზარ­და იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, თუ მა­ღა­ლი რის­კის შემ­ც­ველ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს არ შე­ატყო­ბი­ნე­ბენ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჯა­რი­მა 1 000 ლა­რია.

კა­ნო­ნით, სა­მე­დი­ცი­ნო ან სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის მიმ­წო­დებ­ლის მი­ერ სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბის (თუ ეს არ არის ლი­ცენ­ზი­ის, ნე­ბარ­თ­ვის, ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის პი­რო­ბა) წე­სის დარ­ღ­ვე­ვა და­ჯა­რი­მე­ბა 300-დან 500 ლა­რამ­დე.

ხო­ლო და­ნა­შა­უ­ლის გან­მე­ო­რე­ბით გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პი­რი ის­ჯე­ბა 500-დან 1 000 ლა­რამ­დე. მაგ­რამ, თუ ამ და­ნა­შა­ულს ჩა­ი­დენს იური­დი­უ­ლი პი­რი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დად­გე­ნი­ლია 500-დან 1 000 ლა­რამ­დე ჯა­რი­მა. გან­მე­ო­რე­ბით შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, ჯა­რი­მაა 1 500-დან 2 000 ლა­რამ­დე.

ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვის კო­დექ­სით, დას­ჯა­დია სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვის პერ­სო­ნა­ლის მი­ერ პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას "ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღ­ვე­ვა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვის პერ­სო­ნა­ლი და­ჯა­რიმ­დე­ბა 1 000 ლა­რით. ხო­ლო იგი­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნის­თ­ვის დად­გე­ნი­ლია 2 000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა.

ად­მინ­ს­ტ­რა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვის კო­დექ­სით, ასე­ვე, ჯა­რიმ­დე­ბა ისე­თი და­ნა­შა­უ­ლი, რო­გო­რიც არის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ნი­ტა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის ჰი­გი­ე­ნუ­რი სერ­ტი­ფი­კა­ტის ან ნე­ბარ­თ­ვის გა­რე­შე ობი­ექ­ტის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა და პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა-რე­ა­ლი­ზა­ცია. კა­ნო­ნით, სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ნი­ტა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის ჰი­გი­ე­ნუ­რი სერ­ტი­ფი­კა­ტის ან ნე­ბარ­თ­ვის გა­რე­შე ობი­ექ­ტის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა და პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა-რე­ა­ლი­ზა­ცია ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით - ათა­სი­დან ათას ხუ­თა­სი ლა­რით.

კო­დექ­სით, ასე­ვე, დას­ჯა­დია ჩვილ ბავ­შ­ვ­თა ხე­ლოვ­ნუ­რი კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის, სა­წოვ­რი­ა­ნი ბოთ­ლე­ბი­სა და სატყუ­ა­რე­ბის წარ­მო­ე­ბი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვა, ამ დარ­ღ­ვე­ვის­თ­ვის დად­გე­ნი­ლია ხუ­თა­სი­დან ათას ლა­რამ­დე ჯა­რი­მა. გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ჯა­რი­მა ათა­სი­დან ათას ხუ­თას ლა­რამ­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­და­გა­სუ­ლი იოდი­რე­ბუ­ლი მა­რი­ლის იმ­პორტს ან რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, აგ­რეთ­ვე ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სხვა ფორ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის იმ­პორტს, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვის კო­დექ­სით ჯა­რიმ­დე­ბა 500-დან 2000 ლა­რამ­დე.

შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის სტა­ტუ­სის და­სად­გე­ნად ისე­თი დო­კუ­მენ­ტის ან დას­კ­ვ­ნის გა­ცე­მა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი გა­სა­ცემ­ლე­ბი­სა (მათ შო­რის, ფუ­ლა­დი­სა და არა­ფუ­ლა­დის) და შე­ღა­ვა­თე­ბის არას­წო­რი მი­ღე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია, ის­ჯე­ბა 1 000-დან 1 500 ლა­რამ­დე.

ასე­ვე, კა­ნო­ნით ჯა­რიმ­დე­ბა ვე­ნე­რი­უ­ლი სე­ნის შეყ­რის წყა­როს და ავად­მ­ყოფ­თა ისე­თი კონ­ტაქ­ტე­ბის და­ფარ­ვა, რო­მე­ლიც სე­ნის შეყ­რის სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის, ეს და­ნა­შა­უ­ლი ის­ჯე­ბა შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბის სამ მი­ნი­მა­ლურ ოდე­ნო­ბამ­დე.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნოს, ორ­გა­ნოს ნა­წი­ლის, ქსო­ვი­ლის აღე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვა­ზე კი და­წე­სე­ბუ­ლია ჯა­რი­მა შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბის ორ­მოც­და­ათ­მა­გი ოდე­ნო­ბით. ხო­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი იგი­ვე და­ნა­შა­უ­ლის­თ­ვის ის­ჯე­ბი­ან შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბის ას­მა­გი ოდე­ნო­ბით.

http://24saati.ge

2011.03.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006