logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მშენებლობა დაათვალიერა

მთელი საქართველოს მასშტაბით, სამედიცინო ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ფრიდონ თოდუას სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ეწვია და ცენტრის ბაზაზე ახლად აშენებული კორპუსი დაათვალიერა. ახალი სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება და მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღიჭურვება. კლინიკაში 128 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი და მაგნიტორეზონანსული დიაგნოსტიკის 3 აპარატი იფუნქციონირებს, რომელსაც მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგი არ აქვს. ახალ მრავალპროფილურ ცენტრში 40 კეთილმოწყობილი საწოლი და 4 საოპერაციო ბლოკი განთავსდება. პაციენტები პოლიკლინიკურ, სტაციონარულ და ქირურგიულ სერვისებს მსოფლიოს წამყვანი კლინიკების შესაბამის გარემოში მიიღებენ.
"კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ახალი კორპუსი პაციენტების მიღებას სრული დატვირთვით მაისის ბოლოდან შეძლებს. მსგავსი კლინიკების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ხარისხიანი მომსახურებისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვისაც, რომელიც ამ ბაზაზე მაღალი დონის პროფესიულ მომზადებას გაივლის. ახალი საავადმყოფოები გაუმჯობესებული სამედიცინო სერვისების მიწოდებასა და მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მე საქართველოში მიმდინარე კლინიკების მშენებლობის საკითხს დიდი იმედით ვუყურებ."-აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.
ახალ სამედიცნო ცენტრში დამატებით შეიქმნება 50 სამუშაო ადგილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საფრანგეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და ბელორუსიიდან წამყვანი სპეციალისტები დაბრუნდნენ და ისინი მოღვაწეობას ფრიდონ თოდუას სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში გააგრძელებენ.

http://www.moh.gov.ge

2011.03.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006