4 მარტის მონაცემებით, საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან 25 ბავშვია. 2 შიდსით ინფიცირებული ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
როგორც შიდსის ცენტრში განაცხადეს, 2007 წელს საქართველოში ოფიციალური მონაცემებით, შიდსის ვირუსით ინფიცირების 1194 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 921 მამაკაცია, ხოლო 273 - ქალი.
შიდსის გადაცემის ძირითად წყაროდ ნარკოტიკული ნივთიერების ინტრავენური მოხმარება რჩება.
2007 წლის მონაცემებით თბილისში 436 ინფიცირებულია აღრიცხული, სამეგრელოში - 189, აჭარაში - 177, იმერეთში - 144, კახეთში - 44, ქვემო ქართლში - 40 და გურიაში - 29.
შიდსის ვირუსით 61,8% ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარებით დაინფიცირდა, 35.1% - ჰეტეროსექსუალური გზით, 2,8% - ჰომოსექსუალური, 1.7% - ვერტიკალური (დედიდან შვილზე), 0.8% - სისხლის გადასხმით და 0.6% - არასტერილური სამედიცინო იარაღის გამოყენებით.
http://www.opentext.org.ge/resonance
2007.03.07