logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    როგორ უნდა ამოიცნოს დიაბეტით დაავადებულმა ნამდვილი ჭვავის პური?

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ქართულ ბაზარზე არსებული შავი და რუხი პური? რამდენიმე ექსპერტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს პროდუქცია შეფერილი თეთრი ფქვილითაა გამომცხვარი და შესაძლოა, მასში კანცეროგენებიც შედიოდეს.

კერძოდ, „დიაბეტის ცენტრის“ დირექტორის, რამაზ ყურაშვილის განცხადებით, ასეთი პური განსაკუთრებით საშიში დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაა.

„დიაბეტის დროს, მთავარია, საკვებში და მათ შორის პურშიც, არ იყოს სახამებელი, რომელიც შაქართან ასოცირდება... რამდენიმე სახეობის პური შევამოწმეთ და საკმაოდ დიდი მატება დადასტურდა. ზოგი ფერის მისაცემად ყავას ურევს, ზოგი დამწვარი პურის ქერქს, ზოგი საღებავს. ეს საღებავი კი კანცეროგენია. ერთი მიღებით ავადმყოფს არაფერი მოუვა, მაგრამ ვინც დიდი რაოდენობით მიირთმევს, ბუნებრივია, საფრთხის წინაშეა,“ – აცხადებს ყურაშვილი.

საქართველოს კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორის, ნუგზარ ბაღათურიას განცხადებით კი საქართველოში ჭვავის ფქვილი არ შემოდის, ამიტომ ყველა რუხი და შავი პური ხელოვნური საღებავითაა შეფერილი.

კომპანია „ჯეოკინგის“ დამფუძნებლის მტკიცებით კი, საქართველოში ჭვავის ფქვილის იმპორტი ხორციელდება, თუმცა ხორბლის ფქვილთან შედარებით მცირე რაოდენობით.

გიორგი ადამიას განცხადებით, საქართველოში ჭვავის ფქვილი რეალურად იმაზე ცოტა შემოდის, ვიდრე ბაზარზე ჭვავის პური იყიდება, თუმცა ამის მტკიცება მაინც ძნელია. ასევე ძნელი სათქმელია, რომელი კომპანია იყენებს რეალურად ჭვავის ფქვილს და რომელი არა. იგი ასევე უარყოფს განცხადებას იმის შესახებ, რომ ჭვავის პურის ფალსიფიკაციის მიზეზი ჭვავის ფქვილის მაღალი ფასია. მისი თქმით, „ჯეოკინგი“ ერთ კილოგრამ ჭვავის ფქვილს 90 თეთრად ყიდის მაშინ, როცა ერთი კილოგრამი ხორბლის ფქვილი 95 თეთრი ღირს. ფალსიფიკაციის მიზეზად კი იმ ფაქტს ასახელებს, რომ ჭვავის პურის გადამუშავების პროცესი ხორბლის ფქვილთან შედარებით მეტ დროს მოითხოვს და ტექნოლოგიურად რთულია.

http://commersant.ge

2011.03.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006