logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კონტოლდება თუ არა დონორების სისხლის ხარისხი?

არის თუ არა ქვეყანაში სისხლის საკმარისი მარაგი და რატომ ჩნდება პერიოდულად ტელეარხებსა და სოციალურ ქსელებში განცხადებები იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ პაციენტს გარკვეული ჯგუფის სისხლი სჭირდება?

ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მარინა აბაშიძე ამ მოვლენას სისხლის დეფიციტით არ ხსნის და ამბობს, რომ ბაზარზე მოთხოვნა–მიწოდებას შორის ბალანსი დარღვეული არ არის. მისივე განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც დაწესებულებებს იშვიათი ჯგუფის გამოუყენებელი სისხლის გადაგდება უწევთ, რადგან მათზე მოთხოვნაც ნაკლებია. წლების განმავლობაში სისხლის შენახვაში კი აბაშიძე აზრს ვერ ხედავს, რადგან, მისი თქმით, მობილური მომსახურების სისტემა კარგადაა აწყობილი.

„სისხლი ორგანიზმის ნაწილია და მისი ჭარბი რაოდენობით შენახვა არაა მიზანშეწონილი, მით უფრო, რომ მას შენახვის 21–დან 25–მდე დღიანი ვადა აქვს. სისხლის მარაგები ცალკეულ კლინიკებს აქვთ შექმნილი, ასევე კრიოპლაზმის საჭირო მოცულობა აქვთ სისხლის ბანკებს. როდესაც რაიმე განსაკუთრებული ხდება, კოორდინაცია პრობლემა არაა და სისხლის დეფიციტი არ იქმნება. ამის მაგალითი 2008 წლის აგვისტოს ომია, როდესაც ყოველგვარი გამოცხადების გარეშე, ინსტიტუტთან დონორების რიგები დადგა,“ – აცხადებს აბაშიძე.

მისი განმარტებით, დონორობა, როგორც მოვლენა, ადამიანის კეთილი ნებაა და დონორები გასამრჯელოს არ იღებენ, თუმცა საქართველოში, მძიმე სოციალური ფონის გამო, დონორები ზოგჯერ მხოლოდ საკვების მისაღებად მიდიან, რომელიც სისხლის გაღების დროს აუცილებელია. სტატისტიკის მიხედვით, დღეს საქართველოში ყველა დონორს შორის უანგარო დონორი მხოლოდ 3%-ია. მარინა აბაშიძის თქმით, ერთი „ბეგი“ სისხლი 50 ლარი ღირს, აქედან დონორი 30 ლარს იღებს, დანარჩენი კი სისხლის შემოწმებას სჭირდება. ეს თანხა კი დასავლურ სტანდარტებთან შედარებით მიზერულია.

ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე კი დამშვიდების საფუძველს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ სისხლის გადასხმის სფეროში სერიოზული პრობლემებია, მათ შორის სისხლის კომპონენტების ხარისხის პრობლემაც არსებობს.

ექსპერტის განმარტებით, დონორობის წახალისება, რომელსაც „სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი“ ითვალისწინებს, ქვეყანაში პრაქტიკულად არ ხდება. წახალისება, მისი განმარტებით, უნდა ხდებოდეს დონორებისთვის მოკლე შვებულების, მათთვის თანხის გადახდისა და სხვა გზებით. სისხლის ჩაბარების ერთჯერადი კამპანიები კი, ფუტკარაძის შეფასებით, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

„არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ სისხლის დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს. ყველაზე მეტად ეს პრობლემა პირველი ჯგუფისა და რეზუს უარყოფით სისხლს ეხება. სწორედ ამიტომ ჩნდება სოციალურ ქსელებსა და მედიაში განცხადებები, რომლებშიც პაციენტის ოჯახები საზოგადოებას სთხოვენ ამა თუ იმ ჯგუფის სისხლის სასწრაფო მიწოდებას,“ – აცხადებს ფუტკარაძე.

მისი თქმით, ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა სისხლის კომპონენტების ხარისხის კონტროლია, რომელსაც, კანონით, სახელისუფლებო ზედამხედველობის ორგანოები უნდა ახორციელებდნენ. თუმცა, ფუტკარაძის მტკიცებით, ეს სფერო დაურეგულირებელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ნატა ავალიანის განმარტებით, 2011 წლიდან სახელმწიფომ სისხლის ხარისხის კონტროლის ახალი მექანიზმი აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც სისხლის ბანკებს სპეციალიზებული მოთხოვნები წაეყენათ ხარისხის კონტროლისადმი. კერძოდ, კონტრაქტორი ბანკები ვალდებულნი იქნებიან, სისხლის ტესტირება თანამედროვე ტექნოლოგიებით განახორციელონ, დაავადებათა ცენტრი კი ამ ლაბორატორიებში ტესტირების „გარე“ კონტროლს ჩაატარებს. ამავე დროს, ავალიანის განმარტებით, სისხლის ბანკების ლიცენზირება გამკაცრდება და მათ თანამედროვე ტექნოლოგიების ქონა მოეთხოვებათ.

http://commersant.ge

2011.03.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006