logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დავით ტატიშვილის ახალი სამედიცინო ცენტრი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ანდრია ურუშაძესთან ერთად დავით ტატიშვილის ახალი სამედიცინო ცენტრი გახსნა. 25 საწოლიანი კლინიკა უახლესი აპარატურითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დანადგარებით არის აღჭურვილი. მრავალპროფილურ საავდმყოფოში ამბულატორიული, ქირურგიული, პედიატრიული და სადიაგნოსტიკო განყოფილებებია. ციფრულ ლაბორატორიაში ყველა სახის ანალიზი ისევე კეთდება, როგორც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. პაციენტების კომფორტისთვის აქ ყვლა პირობაა შექმნილი. დამონტაჟებულია ელექტროსაწოლები, რომლებიც პულტის საშუალებით იმართება. ასვე არის სპეციალური პალატები ბავშვებისთვის. კლინიკა მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალით არის დაკომპლექტებული. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ყველა სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერია და ნებისმიერი ასაკის პაციენტს შეუზღუდავად მოემსახურება.
„კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ბატონ დავითთან ერთად ძველი „ლეჩკომბინატის" შენობაში გავხსენით კლინიკა. მაშინ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი. დღევანდელი დრო იმ პერიოდისგან იმით განსხვავდება, რომ ამ ყველაზე თანამედროვე კლინიკაში, რომელიც მართლაც უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება და ძალიან მაღალი დონის პროფესიონალებმა გააკეთეს, მკურნალობა ყველა შეძლების ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევა სოციალურად დაუცველ ხალხსაც გავუკეთეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც შეიძლება ყოველდღიური არსებობა უჭირდეს, პოლისის წყალობით, შესაძლებლობა ეძლევა ყველაზე მაღალი დონის კლინიკაში მივიდეს. 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის მიხედვით, საქართველოში ყველა კლინიკა იქნება ამ დონის ან თითქმის ამ დონის. მთავარი ის არის, რომ ყველგან მსგავსი ან უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები იყვნენ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს დაწესებულება ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყოს, ადამიანებს უნდა შეეძლოთ ამ კლინიკებში მისვლა და პროფილაქტიკური თუ არსებული დაავადების მკურნალობა. მინდა ბატონ დავითს მადლობა გადავუხადო არა მარტო იმისთვის, რომ ის მართლაც ძალიან საინტერესო, ინოვაციური და ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ექიმია, არამედ იმისთვისაც, რომ იგი არის ადამიანი, რომელიც ქმნის და აშენებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აქ მკურნალობა შეეძლება ყველას, ვისაც სადაზღვევო პოლისი აქვს, მათ შორის, სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რამდენიმე წელიწადში საქართველოში ყველა კლინიკა თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
„დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საქართველოს ყველა რეგიონსა და რაიონში ახალი კლინიკები გვექნება, რათა ჩვენს მოსახლეობას მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მივაწოდოთ. ეს კლინიკა მიმდინარე რეფორმის ნათელი მაგალითია. ჯანდაცვის სისტემა საბოლოოდ უნდა გათავისუფლდეს იმ დანგრეული
საავადმყოფოებისგან, რომლებიც სამწუხაროდ წლებია, რაც ამ მდგომარეობაშია."-აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.
დავით ტატიშვილის ახალი სამკურნალო ცენტრი საბურთალოზე, მარიჯანის ქუჩაზე მდებარეობს. კლინიკა სრული დატვირთვით ფუნქციონირებას ერთ კვირაში დაიწყებს და პაციენტებს ყოველდღე 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება.

http://www.moh.gov.ge

2011.03.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006