logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გაიდლაინების შექმნის ახალი მეთოდოლოგიის პირველი შედეგები

2011 წლის 24 თებერვალს სასტუმრო „ამბასადორში" გაიმართა საქართველის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის (NICE) ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემუშავებული გაიდლაინის „ინსულტისა და გარდამავალი იშემიური შეტევის მართვა" ოფიციალური წარდგენა. აღნიშნული პროექტი დაიწყო 2010 წლის 3 მარტს ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, რომლის ძირითადი ამოცანა იყო მტკიცებულებაზე დაფუძნებული კლინიკური გაიდლაინების განახლებული მეთოდოლოგიის შემუშავება.
„იმ პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებია, ერთის მხრივ, ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი კლინიკების მშენებლობა და მეორეს მხრივ, ადამიანური რესურსის განვითარება და სამედიცინო კადრების გადამზადება, უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი კლინიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავება და დანერგვა სწორედ ამ ახალ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებშიც იმუშავებს გადამზადებული კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი"-აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ქ-მა რუსუდან რუხაძემ.
პროექტი წარმატებით დასრულდა: შემუშავდა და დაინერგა გაიდლაინების შექმნის მეთოდოლოგიის საფუძვლიანი დოკუმენტი, შეიქმნა სამაგალითო გაიდლაინი და მომზადდა კვალიფიციური კადრები და მოხდა გაიდლაინების შექმნის ახალი პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაცია სამინისტროში.
ამ ეტაპზე სამინისტროს თაოსნობით, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამედიცინო საზოგადოების აქტიური ჩართულობის ფონზე, უკვე დაწყებულია მუშაობა საქართველოში მტკიცებულებაზე-დაფუძნებული გაიდლაინების შექმნაზე. სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს როგორც სადაზღვევო კომანიებთან, ისე დონორ ორგანიზაციებთან, რათა ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელდეს და უახლოს მომავალში გამოიღოს შედეგი - ამაღლდეს ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების ხარისხი და გაუმჯობესდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის მკურნალობის პროცესი.

http://www.moh.gov.ge

2011.02.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006