logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრი გაიხსნა

პირველად საქართველოში, "ავერსის კლინიკაში" მომატებული ოფლიანობის ანუ ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრი გაიხსნა. აღნიშნულ ცენტრში კვალიფიციური ექიმების ჯგუფი თითოეული პაციენტის მკურნალობის კურსს ინდივიდუალურად ადგენს, ტარდება კომპლექსური დიაგნოსტიკა და ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა. შედეგებზე ექიმთა ჯგუფი მსჯელობს - იმის გამო, რომ მომატებული ოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი შესაძლებელია გამოწვეული იყოს მრავალი სხვა დაავადების გამო, იკრიბება კონსილიუმი, რომელსაც ესწრებიან ცენტრის ხელმძღვანელი (აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ასისტენტ-პროფესორი კობა სახეჩიძე), ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, კანისა და ვენერიულ სნეულებათა სპეციალისტები და განსაზღვრავენ მკურნალობის სტრატეგიასა და ტაქტიკას. მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად პაციენტთან გასაუბრებისა და სტანდარტული ანალიზების ჩაბარების შემდეგ, თავად უკავშირდებიან და აცნობებენ საბოლოო დასკვნას. თუ მომატებული ოფლიანობა რომელიმე კონკრეტულ დაავადებასთან არ არის დაკავშირებული და მხოლოდ საოფლე ჯირკვლების ჰიპერფუნქციით არის გამოწვეული, მიმართავენ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.
მსოფლიოში დანერგილია ჭარბი ოფლიანობის მკურნალობის ოთხი მეთოდი:
1. პრეპარატებით მკურნალობა - ტარდება ბოტოქსის ან დისპორტის ინექციები საჭირო პროექციაში.
2. იონოფორეზი (ელექტროფორეზი) - იძლევა ხელისგულებსა და ფეხისგულებზე ზემოქმედებას სპეციალური ფიზიოთერაპიული პროცედურების საშუალებით.
3. “კიურეტაჟი” - ადგილობრივი გაუტკივარების ფონზე ქირურგიული ჩარევის შედეგად ხდება საოფლე ჯირკვლების მექანიკური გზით დარღვევა.
4. თორაკოსკოპიული სიმპატექტომია - ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ყველაზე რადიკალური მეთოდია, რაც გულისხმობს ზოგადი გაუტკივარებით ქირურგიულ ჩარევას. ოპერაციის ხანგრძლივობა 20-25 წუთს არ აღემატება და პაციენტი მეორე დღესვე ტოვებს კლინიკას. თორაკოსკოპიული სიმპატექტომიის შედეგი სამუდამოა და დადებითი შედეგი აღინიშნება 95-98%-ში.
აი, ამ ოთხი მეთოდით ხდება დღეს მსოფლიოში და მათ შორის ავერსის კლინიკაში ჰიპერჰიდროზის მკურნალობა. არჩევანს, რა თქმა უნდა, პაციენტი აკეთებს - ის თავად ირჩევს მკურნალობის მეთოდს, თუმცა მანამდე პაციენტი იღებს ყველა საჭირო ინფორმაციას, როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მეთოდების შესახებ.
ავერსის კლინიკის ცენტრალური ფილიალი:
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. №27ბ
ტელ: 39 98 88; 39 15 01; 39 83 67; 39 48 53
ელ-ფოსტა: clinic@aversi.ge

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი"

2011.02.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006