logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დოკუმენტბრუნვის ერთიანი ელექტრონული სისტემა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ირაკლი კოტეტიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროში დოკუმენტბრუნვის ერთიანი ელექტრონული სისტემის პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა ჯანდაცვის უწყების პრიორიტეტული მიმართულებაა. სამინისტრო ნოვატორული პროექტების განხორციელების კუთხით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და მეორეა იმ სახელმწიფო დაწესებულებებს შორის, რომლებიც საჯარო სამსახურის ბიუროს ამ მასშტაბურ პროექტში ჩაერთვნენ.
„ელექტრონულ კანცელარიაზე გადასვლა პირველ რიგში ხდება იმისათვის, რომ მოქალაქეებმა უკეთესი მომსახურება მიიღონ. დოკუმენტების ბრუნვას უნდა ჭირდებოდეს ძალიან ცოტა დრო და ადამიანებმა თავიან კითხვებზე პასუხები მაქსიმალურად სწრაფად უნდა მიიღონ. მთავარია, რომ არცერთი წერილი და არცერთი თხოვნა პასუხგაუცემელი არ დარჩეს. ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც შემოიტანს წერილს ავტომატურად მიიღებს სპეციალურ სტიკერს, რომელზეც იქნება შტრიხკოდი. შემდეგ ამ კოდის მიხედვით მოხდება წერილის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში პროგრამა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოჩნდება და მოქალაქეები თავად შეძლებენ კუთვნილი წერილების იდენტიფიცირებას. შტრიხკოდების სისტემა არის დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთი დოკუმენტი არ დაიკარგება და ასევე გამარტივდება არქივის წარმოება. ჩვენი მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გავამარტივოთ აღნიშნული პროცედურები, რათა მოსახლეობა აცდეს ბიუროკრატიულ მექანიზმებს და მიიღოს სწრაფი და კვალიფიციური პასუხი მისთვის აქტუალურ საკითხებზე. მადლობას ვუხდი საჯარო სამსახურის ბიუროს და ბატონ ირაკლი კოტეტიშვილის, რომელთან მჭიდრო თანამშრომლობითაც მოხდა ჩვენს სამინისტროში ამ პროგრამის დანერგვა."-აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.
„ელექტრონული კანცელარიის ახალი პროგრამის მიზანია, შემცირდეს ბიუროკრატია სახელმწიფო დაწესებულებებში. მოხარული ვარ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი პირველია იმ უწყებებს შორის, რომლებიც ამ პროგრამაში ჩაერთვნენ. ამ სისტემით ასევე სარგებლობენ იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე პროგრამა, რომელიც შემუშავებულ იქნა საჯარო რეესტრისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივი ძალისხმევით ყველა სახელმწიფო დაწესებულებას მოიცავს. მადლობას ვუხდი ჯანდაცვის მინისტრს ამ თანამშრომლობისთვის."-განაცხადა ირაკლი კოტეტიშვილმა.
საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის საშუალებით ურთიერთობა სამინისტროს რეგიონალურ სამსახურებთან, ასევე სისტემაში ჩართულ სხვა სამინისტროებთან მნიშვნელოვნად გაადვილდება. დოკუმენტების ელექტრონულად მიმოცვლა თავისთავად დაზოგავს დროს და შეამცირებს მატერიალურ ხარჯებს.
ჯანდაცვის სამინისტროში ელექტრონული კანცელარიის პროგრამა დღეიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, ხოლო ხვალიდან ქაღალდის ყველა დოკუმენტს ელექტრონული საქმისწარმოება უკვე ოფიციალურად ჩაანაცვლებს.

http://www.moh.gov.ge

2011.02.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006