logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მომსახურების სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსნები და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები დააკავეს.

მათ სახელმწიფო დაზღვევისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების მითვისება ედებათ ბრალად. დაკავებულია 16 ადამიანი, საიდანაც შვიდი მომსახურების სააგენტოს თანამშრომელია.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულნი არიან: სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იოსებ ლობჟანიძე, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი გელა ჩივიაშვილი, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა წიქარიშვილი, სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი მამუკა შალამბერიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსი თეიმურაზ გოგოლაძე, ამავე სამსახურის სოციალური აგენტები - მამუკა ბოკერია და ალექსანდრე შავლაყაძე, სადაზღვევო კომპანია "ალფას" სახელმწიფო პროგრამების შესყიდვებისა და მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ამბროლიანი, სახელმწიფო პროგრამების მენეჯერი გივი წულეისკირი და ჰოსპიტალურ კლინიკებთან ურთიერთობისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი ილია ხომერიკი, სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" პროექტების განვითარების მენეჯერი რატი ნოდია, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი–სი–აის" საცალო გაყიდვების განყოფილების სახელმწიფო პროგრამების განყოფილების უფროსი ივანე კახიძე, სადაზღვევო კომპანია "იმედი ელის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ჩიხლაძე, სადაზღვევო კომპანია "ირაოს" რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროსი ივანე მელიქიშვილი, სადაზღვევო კომპანია "აი-სი ჯგუფის" სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ყოფილი სამედიცინო მენეჯერი მაია ცანავა და სადაზღვევო კომპანია "ჯი-პი-აი ჰოლდინგის" სახელმწიფო სოციალური პროგრამების მენეჯერი თეიმურაზ ჩიხლაძე.

გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, არ დაარიგეს სოციალურად დაუცველი პირებისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები და შესაბამისად, თავი აარიდეს გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რის შედეგადაც, მიითვისეს 5 700 000 ლარზე მეტი სადაზღვევო პროგრამისათვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხა.

წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 332-ე და 372-ე მუხლებით მიმდინარეობს. უკვე გავრცელდა დაკავებულთა აღიარებითი ჩვენებები და ფარული ვიდეოჩანაწერები. სადაზღვევო კომპანიებში კი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

სოციალურად დაუცველი ადამიანები ჟურნალისტებთან საუბარში ყვებიან, რომ მათ სადაზღვევო პოლისები 10 თვის დაგვიანებით მიიღეს, როდესაც დაზღვევას უკვე ვადა გასდიოდა.

თბილისსა და რეგიონებში დაზღვეულები ერთსა და იმავე სქემაზე საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ, როდესაც კომპანიებს მიმართეს, მათ განუმარტეს, რომ პოლისები იგვიანებს და სადაზღვევო ბარათებს უახლოეს მომავალში დაურიგებენ, თუმცა პოლისები მათ 10 თვის შემდეგ გადასცეს.

კონტროლის პალატამ, მოქალაქეების სადაზღვევო პროგრამასთან დაკავშირებით, აუდიტის წინასწარი მონაცემები რამდენიმე დღის წინ გაახმაურა. კონტროლის პალატა აცხადებს, რომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში ბევრი რისკები და ნაკლოვანებებია. კონტროლის პალატამ ბაზაში აღმოაჩინა გარდაცვლილი პირები, არაუმწეო დაზღვეული მოქალაქეები, რაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას განაპირობებს.

მაკონტროლებელი ორგანო სრულ პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამსახურებს და სადაზღვევო კომპანიებს აკისრებს.

http://1tv.ge

2011.02.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006