logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული ფორუმი

ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნულ ფორუმს უმასპინძლა საქართველოს პარლამენტმა. ფორუმის ორგანიზატორები არიან გაეროს მოსახლეობის ფონდი და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული ფორუმი ევროკომისიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ თანადაფინანსებული პროექტის "ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა – ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში გაიმართა. ამ წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამედიცინო სფეროს მუშაკები და სამეცნიერო ინსტიტუტების თანამშრომლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და ახალგაზრდობის წარმომადგენლები.
ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ და სიტყვით მიმართეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა, ევროკომისიის პირველმა კონსულმა საქართველოსა და სომხეთში რობინ ლიდელმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში თამარ ხომასურიძემ. როგორც აღინიშნა, ფორუმის ძირითადი მიზანია მეტი ყურადღება დაეთმოს ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების გაუმჯობესებას და აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.
როგორც რობინ ლიდელმა განაცხადა, "ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა – ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში” ფართომასშტაბიანი პროექტია და ევროკავშირისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტისთვის, რომელიც სამ წელიწადზეა გათვლილი, გამოყოფილია 2,5 მილიონი ევრო და იგი 15-24 წლამდე ახალგაზრდებზეა გათვლილი. ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად სწორედ ჯანდაცვის სფეროს მიიჩნევს და მომავალი საქმიანობაც აქეთკენ იქნება მიმართული.
რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ახალგაზრდების ინფორმირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში საქართველოს პირველმა ლედიმ. შესაბამისად, სანდრა რულოვსის ძალისხმევით სულ ახლახანს შექმნილი რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს ძირითადი ამოცანები დემოგრაფიული მდგომარეობის მაჩვენებლის გაუმჯობესება და ამ მიზნით მოსახლეობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა, აგრეთვე, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხარისხისა და საყოველთაო ხელშეწყობის უზრუნველყოფა იქნება.
ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროექტის პოლიტიკურ ასპექტებს მიაპყრო შეკრებილთა ყურადღება გიორგი წერეთელმა. მისი თქმით, ეს არის საერთაშორისო მასშტაბის ინიციატივა, ვინაიდან მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ახალგაზრდების განათლებას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხაზით და 2 მილიონზე მეტ ახალგაზრდას მოიცავს. გიორგი წერეთელმა ვრცლად ილაპარაკა ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ პოლიტიკასა და ამოცანებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აქვს ახალგაზრდების წინაშე, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს. ამ საქმეში ხელისუფლების მონდომებას მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან მხოლოდ ექსპერტების დონეზე საქმე წინ ვერ წავა, განაცხადა გიორგი წერეთელმა და პროექტის ხელმძღვანელებს საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი დახმარება და პროექტის განხორციელებაში თანადგომა აღუთქვა.
"ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა – ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში” პროექტის მიზნებსა და შედეგებზე და უახლოეს მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებზე ილაპარაკა ამ პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა ზურაბ ჯაფარიძემ. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტის პროფესორმა ჯენარო ქრისტესაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება ახალგაზრდებისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებასა და სერვისებზე გაამახვილა. რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჭრილში ცნობიერების ამაღლება და განათლება იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომის” წარმომადგენლის ნინო წერეთლის გამოსვლის თემა.
ყველა გამომსვლელი ერთხმად აღნიშნავდა, რომ ახალგაზრდებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, ქვეყნების ადგილობრივი და კულტურულ-რელიგიური თავისებურებები. ითქვა ისიც, რომ აუცილებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში შემუშავდეს შესაბამისი პოლიტიკა და კანონმდებლობა.
ფორუმის დასასრულს შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები.

http://www.parliament.ge

2007.03.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006