logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გრიპის შარშანდელი საგანგაშო სტატისტიკა წელს აღიარეს

დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით დაავადების 195 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან 151 H1N1 ვირუსია, 6 - ატიპური A, დანარჩენი კი - B. ათი დაავადებული უკვე გარდაიცვალა, შესაბამისად, საქართველოში ეპიდემია არაოფიციალურად გამოცხადდა. სამედიცინო დაწესებულებები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. საავადმყოფოებში კარანტინია.

ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, გასულ წელს პანდემია იყო და 90% „ღორის გრიპზე“ მოდიოდა. დღეს კი, მისი შეფასებით, პანდემიური გრიპი ჩვეულებრივი სეზონური მოვლენაა და სამივე ვირუსი ფიქსირდება.

სამივე ვირუსის დაავადების კლინიკა და სიმპტომები ერთნაირია.
ცერცვაძე გრიპის დროს „ასპირინისა“ და მისი შემცველი პრეპარატების მიღებისგან მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და მოზარდებს თავის შეკავებას ურჩევს. მისი თქმით, ამ პრეპარატის მიღებამ, შესაძლოა, „რეის სინდრომი“ განავითაროს, რომელსაც ღვიძლის უკმარისობა და კრუნჩხვები ახასიათებს. საჭიროების შემთხვევაში „პარაცეტამოლი“ ან სიცხის დამწევი სხვა საშუალებები უნდა გამოვიყენოთ. შეზღუდვები არ არის „ცე“ ვიტამინზე, უბრალოდ, მას სამკურნალო ეფექტი არ აქვს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აცრების ჩატარებას ურჩევს, თუმცა, მისი თქმით, ამ სეზონზე ეს უკვე დაგვიანებულია და მოქალაქეებმა აცრა შემდგომი სეზონისთვის უნდა ჩაიტარონ. მისი თქმით, აცრები რომ ჩატარებულიყო, წელს ვირუსის ასეთი გავრცელება არ იქნებოდა.

„პრევენციაა ასევე ხელის აქტიური დაბანა. ეცადეთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მაქსიმალურად მოერიდოთ. ავადმყოფობის შემთხვევაში, აუცილებლად შინ დარჩით, პირველივე ნიშნების გამოვლინებისთანავე მიმართეთ ექიმს. გრიპის შემდგომი გართულება ძირითადად პნევმონიაა,“ - აცხადებს ბუწაშვილი.

თბილისის მერიის პრეს-სამსახურის განმარტებით, ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება და სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, არც რაიმე საპრევენციო ღონისძიების გატარება იგეგმება. უბრალოდ, ყველა პედაგოგი გაფრთხილებულია, რომ გრიპის პირველი ნიშნების აღმოჩენისთანავე ექიმს გამოუძახოს. რაც შეეხება აცრებს, ბაგა-ბაღებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება არ იგეგმება.

ექიმები კულუარებში საუბრობენ, რომ წელს გრიპს უცნაური თვისებები ახასიათებს: ფილტვების ანთება უსიცხოდ იწყება და სწრაფად ვითარდება, თუმცა პანიკის თავიდან აცილების მიზნით ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს.

გაზეთი „ვერსია“ ასევე წერს, რომ ვირუსის გავრცელების შარშანდელი საგანგაშო ტემპები ჯანდაცვის უწყებაში მხოლოდ წელს აღიარეს, როდესაც გასული წლის მაჩვენებლები წლევანდელ სტატისტიკას შეადარეს.

„საქართველოში გრიპის ეპიდემიაა, თუმცა შარშანდელთან შედარებით სიტუაცია ბევრად უკეთესია. შარშანდელი წელი საერთოდ ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან,“ - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

http://commersant.ge

2011.02.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006