logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სამედიცინო კონფერენცია „საქართველოს ჯანდაცვის სისტემა 2020: მედეა 2011“

1-2 თებერვლს ვაშინგტონში ტარდება სამედიცინო კონფერენცია „საქართველოს ჯანდაცვის სისტემა 2020: მედეა 2011", რომელსაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ონლაინ-რეჟიმში http://mdxp.com/index.php

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან წარმომადგენლობითი დელეგაცია გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძე, პარლამენტის წევრები, სამედიცინო სფეროსა და სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან. დელეგაციის თავჯდომარე საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსია. 1 თებერვალს ღონისძიებას ოფიციალურად ამერიკის ჯანდაცვისა და საზოგადოების სერვისების დეპარტამენტის მდივანი ქეთლინ საბელიუსი გახსნის.

კონფერენციის მიზანია დაისახოს ზუსტი კურსი საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მდგრადი განვითარებისთვის. მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ, როგორიც ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, სამედიცინო სერვისების მიწოდება, ადამიანური რესურსები და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ინვესტირების შესაძლებლობებია. სამუშაო ჯგუფებში მოხდება გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება.

კონფერენციას ამერიკისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო და კერძო სექტორის ის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემით არიან დაინტერესებულნი. ასევე მონაწილეობას მიიღებენ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები.

ღონისძიება საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის, საქრთველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ამერიკაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით ტარდება.

http://www.moh.gov.ge

2011.02.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006