logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რატომ არის საქართველო რეგიონში H1N1-ის გავრცელების ლიდერი?

რატომ არის საქართველო რეგიონში H1N1-ის გავრცელების ლიდერი?

„საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთსა და აზერბაიჯანში გრიპის შემთხვევები არ აღირიცხება“

საქართველოში „ღორის გრიპის“ გავრცელების ოფიციალური სტატისტიკით რეგიონის ლიდერია. დღევანდელი მონაცემებით, H1N1-ის სულ 180 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 9 გარდაცვალებით დამთავრდა. ეს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ინფორმაციით, „ღორის გრიპის“ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევები საერთოდ არ დადასტურებულა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მაია ბუწაშვილის განცხადებით, მიზეზი ისაა, რომ საქართველოსგან განსხვავებით სომხეთსა და აზერბაიჯანში გრიპის შემთხვევების აღრიცხვა არ ხდება. მისი თქმით, გასულ წლამდე სეზონურ გრიპს არც საქართველო აღრიცხავდა, თუმცა შარშან, როდესაც მსოფლიოში H1N1 გავრცელდა, საქართველოს კონტროლის გამკაცრების მიზნით აღრიცხვიანობა დაიწყო. ამასთან, ამ მიმართულებით ყურადღების გამახვილებას საქართველოსაგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ითხოვს. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია სომხეთსა და აზერბაიჯანში H1N1–ის თუნდაც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულიყო.

ამავეს აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი თამარ ცინცაბაძე. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ საკმაოდ მჭიდრო რეგიონის ერთ ქვეყანაში ვირუსის 180 შემთხვევა დაფიქსირდეს, დანარჩენ ორში კი არც ერთი. ცინცაბაძის განმარტებითვე, ვირუსის გავრცელებას ვერც ერთი მთავრობა ხელს ვერ შეუშლის, თუმცა მეტი და სწორი პრევენციის შემთხვევაში სტატისტიკის შემცირება შესაძლებელია. მისი თქმით, მარტამდე უბნის ექიმთან ვიზიტი არა მარტო თბილისელებისთვის, რეგიონის მოსახლეობისთვისაც უფასო უნდა იყოს, რადგან მაგალითად დასავლეთ საქართველოში H1N1–ის განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, ამავე სეზონზე საქართველოში ე.წ ღორის გრიპით 21 ადამიანი გარდაიცვალა, 1200-ზე მეტი კი დაავადდა, რაც რეგიონის მასშტაბით ყველაზე მძიმე სტატისტიკა აღმოჩნდა. მაგალითად: მეზობელ სომხეთში „ღორის გრიპის“ მხოლოდ 111 შემთხვევა გამოვლინდა და მათგან გარდაცვალებით მხოლოდ 3 დასრულდა. აზერბაიჯანში ვირუსის მხოლოდ 14 შემთხვევა დაადასტურდა და არცერთი პაციენტი არ დაღუპულა.

http://commersant.ge

2011.02.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006