logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რუსული კომპანიის დირექტორმა თბილისის კლინიკები შეიძინა

„არამიანცის კომპლექსში“ შემავალი ოთხი საავადმყოფო ფიზიკურმა პირმა დანიელ გუპტამ შეიძინა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტორის საკუთრებაში 330 ათას ლარად გადავიდა "ზოგადი თერაპიის კლინიკა," 740 ათას ლარად მან "ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკა", 500 ათას ლარად კი თვალის სნეულებათა კლინიკა „მზერა" შეიძინა.

ბიზნესმენმა ვალდებულება აიღო, რომ სამივე ობიექტს პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს გამართულ აუქციონზე არამიანცის კომპლექსში შემავალი "გინეკოლოგიური კლინიკის" მფლობელი ასევე დანიელ გუპტა გახდა. ინვესტორმა "გინეკოლოგიური კლინიკა" 720 000 ლარად შეიძინა.

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დანიელ გუპტა კომპანია Amtel-Properties-ის დირექტორია. აღნიშნული კომპანიის საიტზე კი მის მისამართად ქალაქი მოსკოვი სახელდება. რუსული საინფორმაციო საშუალებები Amtel-ს "რუსულ კომპანიად" მოიხსენიებენ.

კომპანიის საიტზე განთავსებული ცნობის მიხედვით, Amtel-Properties-ი 2005 წელსაა დაფუძნებული და სხვადასხვა ობიექტის მშენებლობითაა დაკავებული. კომპანია ფლობს და მართავს ბიზნეს-ცენტრებს, სასაწყობე კომპლექსებსა და სასტუმროებს, რომელთა საერთო ფართი 200 ათასი კვადრატული მეტრია. ამასთან, Amtel-Properties-ი თანამშრომლობს მსოფლიოს აპარტ-ოტელების წამყვან ოპერატორებთან.

კომპანიის ყველაზე დინამიურად განვითარებადი მიმართულება ქალაქარეთ სასტუმრო-კურორტების მშენებლობაა.

Amtel-Properties-ის მიერ კონტროლირებადი „საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია“ ამჟამად უკრაინაში ლოჯისტიკურ ცენტრს აშენებს.

რუსულ საიტ „ერ ბე კა“-ს ინფორმაციით, 2007 წელს სინგაპურულმა Ascott Group-მა და რუსულმა Amtel Properties Deve¬lopment-მა ხელი მოაწერეს 100 მილიონი დოლარის ფონდის დაარსების შეთანხმებას, რომელიც მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში აპარტამენტების ქსელს შექმნის და მის მართვას მოახდენს.

რაც შეეხება ჯანდაცვის ობიექტების მართვას, მსგავსი გამოცდილების შესახებ ცნობებს ვერ მივაკვლიეთ.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ კომპანიას წარმოადგენს გუპტა და რა გამოცდილება აქვს ჰოსპიტალურ სექტორში, ეკონომიკის სამინისტროდან არ მოგვაწოდეს.

commersant.ge ამ საკითხზე მედიცინის წრეების წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, თუმცა არცერთი მათგანი, მათ შორის საკრებულოს წევრი ზაზა სინაურიძე „არამიანცის“ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკების ახალი მეპატრონის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი თამარ ცინცაბაძე ასევე არაა საქმის კურსში, თუ ვინ შეიძინა კლინიკები. თუმცა ამბობს, რომ, ზოგადად, მსგავსი გარიგებების დეტალები არა მხოლოდ ფართო საზოგადოებისთვის, ექსპერტებისთვისაც არაა ხელმისაწვდომი.

„100 ახალი საავადმყოფოს პროექტში მონაწილე კომპანიებიდან ზოგი დეველოპერი იყო, ზოგი ფარმაცევტული პროფილის ფირმა... ჩემი აზრით, კლინიკების გაყიდვისას სახელმწიფომ ერთ-ერთ აუცილებელ პირობად უნდა მოითხოვოს, რომ მყიდველს კლინიკების მართვის გამოცდილება ჰქონდეს. ეს სრულიად სხვა სფეროა და მხოლოდ მენეჯმენტის ცოდნა საკმარისი არაა,“ - აცხადებს ექსპერტი.

საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია ასევე საუბრობს ამ სფეროში გამჭვირვალობის ნაკლებობაზე და ამბობს, რომ ობიექტების გაყიდვისას სახელმწიფო ინვესტიციების წარმოშობით უნდა დაინტერესდეს.

„იქნებ ეს კრიმინალური ფულია? ან მედიცინის სფეროში ამ პიროვნებას გამოცდილება არ აქვს? ჰოსპიტალური სექტორი არაა ჩვეულებრივი საწარმო, რომელშიც მთავარია ზოგადი მენეჯმენტის ცოდნა, მედიცინის მენეჯერებს სპეციალურად ამზადებენ,“ - ამბობს სამუშია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის შეფასებით კი, მართალია, სასურველია კლინიკის მყიდველს სამედიცინო მენეჯმენტის დარგში გამოცდილება ჰქონდეს, თუმცა ეს აუცილებელი არაა და ხშირია შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, დეველოპერი სამედიცინო მენეჯმენტში შედის და ამ სფეროში წარმატებასაც აღწევს.

„დანიელ გუპტას შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, თუკი მან თბილისის კლინიკებში ინვესტიციები ჩადო, როგორც ჩანს, გარკვეული ინტერესები აქვს. შესაძლოა, 7-10 წლის შემდეგ სამედიცინო ბიზნესი მისთვის მომგებიანი აღარ იყოს და ამ ობიექტებს პროფილი შეუცვალოს. მთავარია, ხელშეკრულების პირობების შესრულება გაკონტროლდეს, რისი მექანიზმებიც სახელმწიფოს აქვს,“ - აცხადებს გიგი წერეთელი.

http://commersant.ge

2011.01.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006