logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ხელისუფლება აფთიაქებში ვიდეოთვალის დაყენებას მეწარმეების დაცვით ხსნის

არასამთავრობო ორგანიზაციები ჯანდაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანებას აპროტესტებენ, რომელიც აფთიაქებში ვიდეოკამერების დაყენებას ითვალისწინებს.

ინიციატივის მოწინააღმდეგეების მტკიცებით, აღნიშნული ბრძანება არაეთიკურია, რადგან სამინისტრო ჯანდაცვის ობიექტებში ჯანდაცვის პერსონალისა და მომხმარებლის ურთიერთობას ვიდეოთვალთვალი არ უნდა აფიქსირებდეს. ასევე ვარაუდობენ, რომ აფთიაქების მიერ აღნიშნული ბრძანების შესრულების შემთხვევაში სააფთიაქო პროდუქტზე ფასები გაიზრდება.

„აფთიაქის მფლობელი ვალდებულია, თითოეულ ობიექტზე, მინიმუმ 3 ვიდეოთვალი დაამონტაჟოს, რაც 7 ათასი ლარი უჯდება,“ - აცხადებს „ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის“ თავმჯდომარე თინათინ ტურძელაძე. კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისთვის“ თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის თქმით კი, მხოლოდ თბილისში პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 9 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო თანხა, რომელსაც სააფთიაქო ბაზარი ამ პროექტში ჩადებს, მისი ვარაუდით, სააფთიაქო პროდუქტის ხარჯზე მოახდენს გავლენას.

არასამთავრობოები მედიკამენტების მოსალოდნელ გაძვირებაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრს აკისრებენ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის მტკიცებით კი, აფთიაქებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მედიკამენტების გაძვირებას არ გამოიწვევს.

„რატომ უნდა გაიზარდოს მედიკამენტებზე ფასი? ახალი ტექნოლოგიები მეწარმესა და მოსახლეობას შორის ურთიერთობას ცვლის, ეს წინგადადგმული ნაბიჯია და გარკვეულ ინვესტიციებს ითვალისწინებს. შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოსისტემების დამონტაჟება მეწარმის ინტერესების დაცვას ემსახურება,“ - ამბობს თოიძე.

დეპუტატი და კომპანია „პე ეს პე“-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი კი აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ფასები გაიზრდება, თუმცა რამდენი პროცენტით - ამის თქმა უჭირს. იგი მიიჩნევს, რომ ვიდეოკონტროლი მხოლოდ იმ აფთიაქებზე უნდა გახორციელდეს, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტები იყიდება. ოქრიაშვილის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას მცირე აფთიაქები ვერ შეძლებენ, რაც ბაზრიდან მათ გაქრობას გამოიწვევს.

„ეს აუცილებელია ავტორიზებული აფთიაქებისთვის, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტები იყიდება, რადგან იქ რისკი მაღალია. მოთხოვნის თანახმად, უნდა დამონტაჟდეს 3 მეგაპიქსელიანი კამერები, რაც, სულ ცოტა, 7 ათასი ლარი ჯდება. ეს კი ფასების მომატების გარეშე ვერ განხორციელდება. კამერები ონლაინ-რეჟიმში უნდა იყოს ჩართული, რაც ცალკე ხარჯია და შეუძლებელია, ფასზე არ აისახოს. არის კიდევ ერთი პრობლემა: 3 მეგაპიქსელიანი კამერები, თუნდაც 20 ცალი, ამ ეტაპზე საქართველოში არ არის. იმპორტი დადგენილ ვადებში ვერ განხორციელდება. 7 ათასი ლარი - ეს არის საშუალო დონის აფთიაქის დაახლოებით 7-8 თვის მოგება. აქედან გამომდინარე, პატარა აფთიაქებს მუშაობა გაუჭირდებათ,“ - აღნიშნავს ოქრიაშვილი.

ჯანდაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანების პირობის შესრულება 2011 წლის 1 თებერვლიდან მხოლოდ თვითმმართველ ქალაქ თბილისში ფუნქციონირებად 1227 აფთიაქს მოეთხოვება. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე მდებარე აფთიაქებს კი ეს წესი მოგვიანებით შეეხება.

http://commersant.ge

2011.01.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006