საჯარო სკოლების პედაგოგებს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის საშუალება მიეცემათ.
სადაზღვევო პოლისის მისაღებად პედაგოგებმა რაიონებში კონკურსის საფუძველზე გამოვლენილ სადაზღვევო კომპანიას უნდა მიმართონ.
პროგრამას საქართველოს მასშტაბით 10 კომპანია მოემსახურება.
"გასულ წელს პედაგოგები სადაზღვევო კომპანიას თავად ირჩევდნენ. წელს კი სადაზღვევო კომპანიებს რაიონები კონკურსის საფუძველზე გადაუნაწილდათ. ექსპერტთა ჯგუფი თითოეულ პრედაგოგს უფასო კონსულტაციას უწევს და დაზღვევის დაფინანსებასა და სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის" – განაცხადა "საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის" პრეზიდენტმა გიორგი გიგოლაშვილმა.
ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით 2010 წლის ბოლოს 885 325 მოქალაქე სარგებლობდა. გასული წლის დეკემბრის თვეში დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე კი 2011 წლის 1 იანვრიდან ზემოაღნიშნული პროგრამით სარგებლობის უფლებას დამატებით 72 338 მოქალაქე იღებს.
http://pirweli.com.ge
2011.01.17