logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დაცულია თუ არა ბავშვთა კვების ბაზარი გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან?

ქართული ბაზარი გენმოდიფიცირებული საბავშვო საკვებისგან დაცული არ არის და გარანტია მხოლოდ მწარმოებელი კომპანიების მიერ ხარისხის კონტროლია. ცივილიზებულ ქვეყნებში, შესაძლოა, გენმოდიფიცირებული პროდუქცია დაშვებული იყოს (შესაბამისი ეტიკეტირებით), თუმცა ბავშვთა კვებაში ასეთი კომპონენტების გამოყენება იქ კანონით აკრძალულია.

ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება „პედიატრის“ მთავარი ექიმის დავით რეხვიაშვილის განცხადებით, ბავშვის ორგანიზმი „შენების“ პროცესში იმყოფება და ამ დროს მასში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მოხვედრა საშიშია, რადგან არავინ იცის, ეს რა შედეგს გამოიღებს. თუმცა, მისივე თქმით, ბავშვთა კვება სწორედ ის სფეროა, რომელშიც გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოყენება მსოფლიოში კანონმდებლობით მაქსიმალურად შეზღუდულია. სწორედ ესაა, მისი თქმით, ქართული ბაზრის დაცვის გარანტიაც.

„ხარისხის გარანტიას ამ სფეროში არსებული მაღალი კონკურენცია ქმნის. ეს კომპანიები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ხარისხს და თუ მათში გენმოდიფიცირებული ან რომელიმე მავნე ნივთიერება აღმოჩნდება, მთელი მსოფლიო მაშინვე გაიგებს ამის შესახებ. ამიტომ ამ სფეროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მაქსიმალურადაა დაცული. ხოლო თუ გენმოდიფიცირებული პროდუქცია მაინცაა მის ნაწარმში, ეს ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული,“ - აცხადებს რეხვიაშვილი. მას საკუთარი პრაქტიკიდან არ ახსენდება შემთხვევა, როდესაც ბავშვთა კვების პროდუქციის გამო პატარებს პრობლემები შექმნოდათ. მეტიც: დავით რეხვიაშვილი მშობლებს ურჩევს, სწორედ ბავშვთა კვების კომპანიების პროდუქცია მისცენ თავიანთ შვილებს და არა წიწიბურა და ქაშები, რომლებიც ზოგადად, სამომხმარებლო ბაზარზე იყიდება.

„მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარის ნინო ჩხობაძის აზრით კი მსოფლიო კომპანიებში არსებული მკაცრი კონტროლი ქართული ბაზრის დაცვის გარანტი არ არის.

ჩხობაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ბავშვების ჯანმრთელობას ეხება, საქართველოში ბავშვთა საკვებში გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემცველობის მხრივ არავითარი განსაკუთრებული სტანდარტი ან შეზღუდვები არ არსებობს და მასზე იგივე კანონები ვრცელდება, რაც ჩვეულებრივ პროდუქტზე.

"საქართველოს უნდა ჰქონდეს ბიოუსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც იმ პროდუქციის ჩამონათვალს შეიცავს, რომელზეც შეზღუდვები იმოქმედებს. ძალიან ბევრ ქვეყანაში ბავშვთა პროდუქციის შემადგენლობა მკაცრადაა განსაზღვრული და მასში გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოყენება აკრძალულია. ჩვენთან ამ მხრივ ბაზარი სრულიად დაუცველია,“ - აცხადებს ჩხობაძე.

საქართველოში „ნესტლეს“ წარმომადგენლობაში კი ამბობენ, რომ ქვეყანაში ბავშვთა კვების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე დაცული სეგმენტია, რადგან ავტორიტეტული კომპანიები ხარისხსა და, შესაბამისად, საკუთარ პრესტიჟს განსაკუთრებით უფრთხილდებიან.

„ზოგადად, ჩვენი კომპანიის პოლიტიკაა, არ დაუშვას გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოყენება. ხოლო საბავშვო პროდუქციაზე საგანგებოდაა მითითებული, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას არ შეიცავს. ამის დასადგენად სპეციალური ტესტიც კი ტარდება და შესაბამისი წარწერა ნებისმიერ ჩვენს პროდუქტზე შეგიძლიათ იხილოთ,“ - აცხადებს „ნესტლეს“ საქართველოს წარმომადგენლობის ბავშვთა კვების კურატორი თამარ ბიწკინაშვილი. მისი თქმით, კომპანიის ნაწარმს ხარისხის არაერთი სერთიფიკატი აქვს და წარმოების მთელი ციკლი მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.

http://commersant.ge

2011.01.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006