logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარი აფეთქების დროს დაჭრილი ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

20 წლის ალექსანდრე თომაშვილი რუსთავიდან თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გუშინ საღამოს გადმოიყვანეს.

დაჭრილ ჯარისკაცს ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. ექიმების განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება 12 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც გუშინდელი შემთხვევის დროს დაზარალდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი ჯარისკაცების გადასარჩენად ყველაფერი კეთდება. დაჭრილი ალექსანდრე თომაშვილი გუშინ გვიან ღამით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძემ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულა.

გუშინ საღამოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კრწანისის სასწავლო ბაზაზე მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ვინაობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

სამინისტროს ცნობით, მომხდარის შედეგად გარდაიცვალნენ კაპრალები: ზურაბ კუცია, ემზარ შოშიაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი. დაჭრილები არიან კაპრალები: ალექსანდრე თომაშვილი, ვალოდია ხრიკული, ზურაბ ქვათაძე, გიორგი გნოლიძე, აკაკი ყულოშვილი, გიორგი ჩოფლიანი, ამირან სამსონიძე, დავით მურადაშვილი, გიორგი ახალაძე, ზაზა ხუროშვილი, გელა ფიცხელაური, როინ ხოზრევანიძე, ზაქარია კურტანიძე.

მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს.

http://1tv.ge

2011.01.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006