logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    წამალს ცეცხლი უკიდია, სიმწრით იყიდი და, შეიძლება, ფალსიფიცირებული იყოს!

ამდენი ყოფითი პრობლემებით შეჭირვებულ ჩვენს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ანუ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ახალი საფიქრალ-სადარდებელი გაუჩნდა: უკვე მერამდენედ გაიზარდა წამლების ფასი. გაძვირდა როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ასევე ანტიბიოტიკებიც, აგრეთვე ქრონიკული (დიაბეტონი, პრედუქტალი, სეპტრინი) და სხვა სახის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. ამაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯერაც უუფროსო წამლის სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ის კი თქვეს, ფარმაცევტულ ბაზარს მომწოდებლები არეგულირებენო. თავის მხრივ, ფარმაცევტული კომპანიებიც კი, წამლებზე ფასების მატებას ქვეყანაში ევროს შემოსვლას და უცხოელ მომწოდებელ ფარმაცევტულ ქარხნებს უკავშირებენ. არადა, უცხოეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ფასებმა 15-20, ზოგ შემთხვევაში - 100 პროცენტით აიწია. განსაკუთრებით ეს ითქმის უკრაინულ, რუსულ, ბელორუსულ და ლატვიურ წამლებზე, რის მიზეზადაც ამ ქვეყანაში ენერგომატარებლების ღირებულების ზრდას მიიჩნევენ. თურმე, სულ ჩვენს ქართულ ფარმაცევტულ სადისტრიბუციო კომპანიებს მედიკამენტებით 150-მდე უცხოური ქარხანა ამარაგებს. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სწორედ მათი მოწოდებული წამლები გაძვირდაო.
მოსახლეობამ არც კი იცის, რომ საზღვარგარეთ წარმოებული წამლების ქართული (მაღალხარისხიანი) ანალოგებიც არსებობს და ისინი გაცილებით იაფიცაა.
ამ რამდენიმე თვის წინათ, ფალსიფიცირებული წამლების გამოვლენის გამო ატყდა აურზაური, ახლა წამლების ფასების მომატებამ ააღელვა ხალხი. იმის საშუალება ძლივს არის, რომ წამალი გაჭირვებით, მამასისხლად შეიძინო, ახლა იმის შიში გქონდეს, ვაითუ საწამლავიაო?!
იმაზე პასუხს ვერავინ იძლევა, თუ ქვეყანაში ვინ (ან რა) უნდა არეგულირებდეს ფარმაცევტულ ბაზარს.

ბელა ლომთაძე

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.02.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006