logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სურსათის უვნებლობის სამსახური სააგენტოდ გარდაიქმნა

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ლიკვიდაციის შემდეგ, ახალი სააგენტო ჩამოყალიბდა.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, დღეიდან სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს სურსათის ეროვნული სააგენტო ეწოდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ვერიკო გულუამ განუცხადა, აღნიშნული სააგენტო ახალ ფუნქციებს იძენს და თუ ადრე დაინტერესებული პირთათვის გარკვეული მომსახურება უფასო იყო, დღეიდან რიგი სერვისებისა ფასიანი გახდა.
კონკრეტული ცვლილება ეხება საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ნებართვის მიღებას. თუ ადრე იმპორტიორს ნებართვის მისაღებად რამდენიმე დღე სჭირდებოდა, აღნიშნული ნებართვის მიღება 1 დღეში მოხერხდება და ის ფასიანი იქნება. თუ იმპორტიორი არ მოისურვებს თანხის გადახდას, ნებართვის მისაღებად რამდენიმე დღე დასჭირდება.
ცვლილებაა საწარმოებისა და სარეალიზაციო დაწესებულებების კონტროლთან დაკავშირებითაც. 2006 წლიდან ქვეყნის ტერიტორიაზე საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი არ ხორციელდებოდა. 2011 წლის 3 იანვრიდან კი, სურსათის ეროვნული სააგენტო საწარმოებში, სარეალიზაციო ობიექტებში პროდუქციისა და ნედლეულის ყველანაირი კონტროლის განხორცოელებას მოახერხებს.
საკანონმდებლო ცვლილებების კონკრეტულ დეტალებზე სურსათის ეროვნული სააგენტოში პრესკონფერენცია უახლოეს დღეებში გაიმართება.

http://www.presage.tv

2011.01.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006