logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ქართულ ბაზარზე საშიში პიროტექნიკა იყიდება

ქართულ ბაზარზე პიროტექნიკის რეალიზაცია უკონტროლოდ ხდება - გარდა იმისა, რომ პროდუქცია დასაშვებზე მცირეწლოვან მოზარდებზე იყიდება, მისი ნაწილი ვადაგასულია, რის გამოც აალების საფრთხე ბევრად მატულობს.

მომხმარებელთა ფედერაციის პრეზიდენტის მადონა კოიძის განცხადებით, წინასაახალწლო და ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით მოზარდების დაზიანება საქართველოში ცუდ ტრადიციად იქცა, თუმცა ამის მიუხედავად ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც ამ პროდუქციის რეალიზაციას გააკონტროლებდა.

„ბაზრობებზე არსებული პიროტექნიკა ძირითადად ჩინეთიდანაა შემოტანილი. მასზე მითითებულია მოხმარების წესები, შენახვის პირობები და უსაფრთხოების ზომები, მაგრამ ეს წარწერა ჩინურ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზეა და ამიტომ მას არავინ კითხულობს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს კანონის დარღვევაა. გარდა ამისა, არის გარკვეული ტიპის პროდუქცია, რომლის 18 წლამდე ასაკის პირებისთვის მიყიდვა არ შეიძლება, მაგრამ არც ეს ნორმა სრულდება, შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანო კი საქართველოში არ არსებობს. ბავშვები ხშირად თვითნებურად ყიდულობენ ამ ნაწარმს და შემდეგ არაერთი უბედური შემთხვევა ხდება. ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან ამ პროდუქციის რეალიზაცია კონტროლდებოდეს,“ - აცხადებს მადონა კოიძე.

დავით კუპატაძის განცხადებით, რომლის კომპანია „ფლორა სტუდიოც“ ღონისძიებებს ფოიერვერკებისა და პიროტექნიკის გამოყენებით მართავს, ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პროდუქციის სიძველეა.

„ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნული პროდუქცია ბაზრობაზე საგანგებოდ შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ მათი დიდი ნაწილი ვადაგადაცილებული იყო. ეს კი უსაფრთხოების ხარისხს ამცირებს, რადგან მოძველებული პიროტექნიკა უფრო ნაკლებ ტემპერატურაზე ფეთქდება, ვიდრე ახალი; გარდა ამისა, აალების პერიოდიც შემცირებულია. ხოლო როდესაც ასეთი პროდუქცია პატარა ბავშვების ხელში ხვდება, რისკი ბევრად მაღალია,“ - აცხადებს კუპატაძე.

შექმნილ ვითარებაში სპეციალისტები ერთადერთ გამოსავალს მშობლების სიფრთხილეში ხედავენ და ურჩევენ მათ, მსგავსი პროდუქციის შეძენისას ყურადღებით გაეცნონ შენახვის ნორმებსა და მოხმარების წესებს, ასევე დაინტერესდნენ პროდუქციის გამოშვების ვადით.

პიროტექნიკის ვარგისიანობის ვადა, როგორც წესი, 4-5 წლით განისაზღვრება, ხოლო თუ ამ დროის ამოწურვამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, უმჯობესია, მომხმარებელმა ასეთი საქონელი საერთოდ არ შეიძინოს. სპეციალისტების თქმით, პროდუქციის ცუდ ხარისხზე ან სიძველეზე შესაძლოა მისი დაბალი ფასიც მიანიშნებდეს.

http://www.presage.tv

2010.12.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006