logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სეკვესტრირებული ჯანდაცვა

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები დიდი აჟიოტაჟის ფონზე მიმდინარეობს. 2007 წლის 26 იანვარს მიღებული საქართველოს მთავრობის N11 დადგენილება "ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცებას" გვამცნობს. ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-16 პუნქტში წერია, რომ: "არსებულ კერძო კლინიკებს, რომლებიც იჯარით აღებულ ფართობზე ფუნქციონირებენ, გადაეცემათ მიწის ფართობი ნორმატიულ ფასად დიღმის კლასტერში მათი დაწესებულებების განსათავსებლად". ერთი შეხედვით, გასაგები პუნქტია. მართლაც, რა სჯობს - სადღაც იჯარით ყოფნა, თუ საკუთარ მიწაზე საკუთარი კლინიკის აშენება. რა თქმა უნდა, მეორე სჯობს, მაგრამ ჩნდება ერთი მეტად საჩოთირო კითხვა: მიიღებენ კი რაიმე კომპენსაციებს ის მფლობელები, რომელთაც გასწიეს სარემონტო ხარჯები და დამატებითი ხარჯების გაწევის შემდეგ (მიწის შესყიდვა, შენობის აშენება, აპარატურით მოწყობა) ვისი კისრიდან ამოიღებენ ამ დანახარჯებს. პასუხი აქაც მარტივია. რა თქმა უნდა, პაციენტისა. ე. ი. ისედაც გაძვირებული სამედიცინო მომსახურება კიდევ უფრო გაძვირდება. სამაგიეროდ, ქვეყნის ხელისუფლება ორმაგ მოგებაში იქნება. პირველი ის არის, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე შენობებს "დაითრევს", მეორეც ის, რომ დიღომში გაყიდული მიწის ნაკვეთებიდან "თითო-ოროლა თეთრიც" შეუვათ.
ეს დადგენილება ჯერ დაბეჭდილიც არ იყო, როდესაც ქალაქის მერმა ბატონმა გიგი უგულავამ სასწრაფოდ გამოსცა 2007 წლის 11 იანვრის N 01. 19. 19 დადგენილება, რომლითაც დაადგინა, რომ:
"1. დანართში ჩამოთვლილი ქ. თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული საწარმოების 100%-იანი წილები უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.
2. ქ. თბილისის მთავრობის სახელით საწარმოთა 100%-იანი წილების დათმობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება მიენიჭოს ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსს".
ის, თუ ვის დაევალა კონტროლი ამ დადგენილების შესრულებაზე, მაინცდამაინც საინტერესო არ არის. სამაგიეროდ, ძალზე საინტერესოა დანართი. მასში ჩამოთვლილია ის სამედიცინო დაწესებულებები, რომელთა ადგილასაც ახლო მომავალში შეიძლება სამორინეები, საუნები ან სხვა "გამაჯანსაღებელი" დაწესებულებები ვიხილოთ.
აი, ის დანართიც:
"ქალაქ თბილისის მერიის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოები:
1. შ.პ.ს. "ქ. თბილისის N2 სამშობიარო სახლი";
2. შ.პ.ს. "ქ. თბილისის N5 სამშობიარო სახლი";
3. შ.პ.ს. შალვა (დავით) ქორიძის სახელობის სამშობიარო სახლი";
4. შ.პ.ს. მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკა;
5. შ.პ.ს. სამკურნალო კომბინატი;
6. შ.პ.ს. "ქ. თბილისის N4 კლინიკური საავადმყოფო";
7. შ.პ.ს. "პიმენ ყურაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა პირველი კლინიკური საავადმყოფო";
8. შ.პ.ს. "ზოგადქირურგიული კლინიკა";
9. შ.პ.ს. "პედიატრიული კლინიკა";
10. შ.პ.ს. "ზოგადი თერაპიის კლინიკა";
11. შ.პ.ს. ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა;
12. შ.პ.ს. "ენიმედიც" ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი;
13. შ.პ.ს. ანესთეზიოლოგიური კლინიკა;
14. შ.პ.ს. გადაუდებელი ნევროლოგიის კლინიკა "ნევროლოგი";
15. შ.პ.ს. ნეიროქირურგიული კლინიკა;
16. შ.პ.ს. "სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კლინიკა "კარაბადინი";
17. შ.პ.ს. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კლინიკა "სინთეზი";
18. შ.პ.ს. "თორაკო აბდომინალური კლინიკა";
19. შ.პ.ს. კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი;
20. შ.პ.ს. პირველი კლინიკური;
21. შ.პ.ს. გინეკოლოგიური კლინიკა;
22. შ.პ.ს. თბილისის ენდოკრინოლოგიური ცენტრი;
23. შ.პ.ს. აფთიაქი N64;
24. შ.პ.ს. ქ. თბილისის კანისა და ვენსნეულებათა კლინიკური დისპანსერი;
25. შ.პ.ს. ქ. თბილისის N2 მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო."
ზემოთ მოტანილი ორი დადგენილების საფუძველზე, თბილისში არ რჩება არც ერთი სამკურნალო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება რიგითი მოქალაქისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა.

გია გაბრიჭიძე

http://www.opentext.org.ge/sakartvelos-respublika

2007.02.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006