logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "ავერსი" წლის კომპანიად დასახელდა!

ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენ-მა" წელს დაარსების მეხუთე წლისთავი აღნიშნა და 24 დეკემბერს უკვე მეხუთედ გამართა “ოქროს პერგამენტის” გადაცემის ცერემონიალი. წლის ყველაზე წარმატებულ კომპანიებსა და ადამიანებს კომპანიამ 11 ნომინაციაში გადასცა ჯილდო. გამარჯვებულთა გამოსავლენად საქართველოს მასშტაბით გამოკითხვა საკონსულტაციო-კვლევითმა ჯგუფმა "ჯი-სი-ჯიმ" ჩაატარა. გამოკითხულ იქნა 2600 ადამიანი. 52 კანდიდატიდან საზოგადოებამ საუკეთესოები აირჩია.
პირველი ნომინაცია გახლდათ "წლის კომუნიკატორი", რომელშიც ჯილდო კომპანია “ბილაინს” მიენიჭა.
წლის ბრენდის წოდება “ლიბერთი ბანკმა” დაიმსახურა.
ყველაზე წარმატებულ უცხოურ კომპანიებს შორის ოქროს პერგამენტი “სოკარმა” მოიპოვა.
2010 წლის ბიზნესმენის საპატიო წოდება გიორგი ჭირაქაძეს ხვდა წილად.
მეხუთე ნომინაცია "წლის კომპანია" გახლდათ. გამოკითხულებს არჩევნის გაკეთება რვა კომპანიას შორის მოუხდათ. ამ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ "ავერსი", "ელიტ ელექტრონიქსი", "ისთერნ პრომოუშენი", "პროკრედიტ ბანკი", "სოფლის ნობათი", "ჯეოსელი", "TBC-ბანკი" და "UGT". გამოკითხულთა უმრავლესობამ ხმა კომპანია "ავერსს" მისცა.
პრიზი გამარჯვებულს საქართველოს ბიზნესის ფედერაციის წარმომადგენელმა გიორგი ისაკაძემ გადასცა.
"ეს ჯილდო ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომლისთვის მუხლჩაუხრელი შრომის დაფასებას ნიშნავს", - აღნიშნა “ავერსი-რაციონალის” აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა მალხაზ კურტანიძემ.
მეექვსე ნომინაციაში - "წლის სპორტსმენი" - ჯილდო ნოდარ ქუმარიტაშვილს მიენიჭა (გარდაცვალების შემდეგ), ხოლო წლის ჟურნალისტად დავით კიკალიშვილი დაასახელეს.
წლის საუკეთესო პროექტებად “განახლებული ბათუმი” და “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” იქნა მიჩნეული.
წლის პოლიტიკოსის წოდება კი საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა მოიპოვა.
მეათე ნომინაციაში - "წლის ადამიანი" - ნომინანტები არ იყვნენ წარმოდგენილნი. თითოეულ გამოკითხულს შეეძლო, საკუთარი ფავორიტი დაესახელებინა. ხმათა უმრავლესობით ეს ჯილდო მომღერალმა, ქველმოქმედმა პაატა ბურჭულაძემ მიიღო.
სპეციალური პრიზი, საპატიო ლაურეატის წოდება და "ოქროს პერგამენტი" გადაეცა თამარ ფხაკაძეს პროექტისთვის “გმირი”.
ყველა  გამარჯვებულს “ავერსმა” “აჰავასა” და “დოლივას” კოსმეტიკური ნაკრები გადასცა საჩუქრად.
თავად “ავერსმა” კი საჩუქარი "რადიო ქალაქისგან" მიიღო - 2011 სარეკლამო წამი მეხუთე ნომინაციაში გამარჯვებისა და წლის საუკეთესო კომპანიის წოდების მოპოვებისთვის.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინიციატივით, “ოქროს პერგამენტის” მორიგი დაჯილდოება 2011 წლის 24 დეკემბერს გაიმართება, ასე რომ, კომპანიებს კიდევ ერთი სტიმული ექნებათ, საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლონ.

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი"

2010.12.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006