logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ონკოლოგიური პაციენტები სახელმწიფოსგან მეტ ზრუნვას ითხოვენ

“ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”, დაახლოებით ასე ჟღერს იმ ადამიანების განაჩენი საქართველოში, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდებათ. სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ავთვისებიანი სიმსივნე ის დაავადებაა, რომელიც არათუ უკან იხევს, არამედ პროგრესირებს და ახალგაზრდავდება.

ონკოლოგიური დაავადებები გამოსავლის მიხედვით მძიმე პათოლოგიათა რიცხვს მიეკუთვნება და მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის სტრუქტურაში მეორე ადგილი უკავია. ყოველ 100 000 მოსახლეზე ავადობა 139-ს შეადგენს, რაც გულისხმობს 7.000 ახალ შემთხვევას წელიწადში, სიკვდილიანობა – 104.8, რაც მოიცავს 4.500 გარდაცვლილს წელიწადში, ხოლო ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა კონტინგენტი – 672.2-ს (33.000 ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ადამიანი).

ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში პირველ ათეულშია ძუძუს, ფილტვის, კოლორექტული, კუჭის, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს ტანის, საკვერცხეების, ხორხის, კანის, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც საერთო ავადობის 69,2%-ს შეადგენენ.

ძირითად პრობლემად რჩება ავთვისებიანი სიმსივნეების დაგვიანებული გამოვლენა. ამის მიზეზია დაავადების ადრეული გამოვლენის თანამედროვე მეთოდების არასაკმარისი გამოყენება, მოსახლეობის პროფილაქტიკური გასინჯვების ნაკლები ეფექტურობა, ქრონიკული და კიბოსწინა დაავადებების მქონე ავადმყოფთა არასაკმარისი დისპანსერული მეთვალყურეობა, ძირითადი კლინიკური სპეციალობების ექიმთა არასაკმარისი ონკოლოგიური სიფხიზლე და უმთავრესი. ყველაზე აქტუალური - პაციენტთა უსახსრობა.

კიბოს შორსწასული ფორმებით დაავადებულთა უმეტესობას არ აქვს გაცნობიერებული ექიმისთვის დროულად მიმართვის აუცილებლობა, რაც მოსახლეობაში კიბოს საწინააღმდეგო პროპაგანდის დეფიციტსა და საგანმანათლებლო მუშაობის სისუსტეზე მიუთითებს.

დღეისთვის კიბო სასიკვდილო განაჩენს არ წარმოადგენს თუ რათქმაუნდა, დაავადება აღმოჩენილია პირველ და მეორე სტადიაში. ამ შემთხვევაში იგი 80-100%-ში განკურნებადია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) პროგნოზით, თუ დღევანდელი დინამიკა არ შეიცვალა, 2005-2015 წლებში კიბოთი დაღუპულთა რიცხვბი 84 მლნ ადამიანს შეადგენს.

ავთვისებიანი სიმსივნეებით ავადობის მაჩვენებლები საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, განუხრელად მატულობს.

უკანასკნელ წლებში ავთვისებიან სიმსივნეთა პირველად დადგენილი დიაგნოზების მხოლოდ ერთი მესამედი (31,0%) მოდის I-II სტადიის წილად, ერთი მეოთხედი (24,6%) – III სტადიისაა, ხოლო 42,3% - IV სტადიისა. ანუ, გამოვლენილი კონტინგენტის 50-60% მოდის დაავადების შორსწასულ ფორმებზე. ნამკურნალევ პაციენტთა დიდი ნაწილი ინვალიდდება, ტოვებს აქტიურ ცხოვრებას და ხშირად საჭიროებს მომვლელს. ასეთი კონტინგენტის მკურნალობა და სიცოცხლის დამაკმაყოფილებელი ხარისხის უზრუნველყოფა ძალზე სერიოზულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოსთვის.

საქართველოს კანონით ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამისათვის 2010 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი იყო 4 მილიონი ლარი, ონკოინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტისათვის კი - 660 ათასი ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2011 წელს 1 მილიარდ 570 მილიონი იქნება, ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხა 5, 657 400 ლარს შეადგენს, რაც რეალურად სასიკეთოდ არ ცვლის რეალობას, იმის გათვალისწინებით რომ სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი იზრდება.

ამასთან ერთად, ონკოლოგიური ავადმყოფებისათვის სამედიცინო მომსახურების მიმღებები არიან 0 დან 18 წლამდე და 60 წელს ზემოთ მყოფი პირები, არადა ხშირ შემთხვევაში კიბოთი ავადდებიან 40-45 წლამდე ადამიანები.

ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტის ფარგლებში დიაგნოსტიკაში პაციენტის თანაგადახდა შეადგენს ფაქტიური ხარჯის 30%-ს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა იანგარიშება ასევე ფაქტიური ხარჯიდან (70%), მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა.

კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში – არაუმეტეს 160 ლარისა. ქიმიოთერაპია პროგრამით ანაზღაურდება ქიმიომედიკამენტების ღირებულების 50%, არაუმეტეს 250 ლარისა.
ონკოინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა –
ანაზღაურების ერთეულია - საწოლდღე, რომლის ღირებულება შეადგენს 75 ლარს.

ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, ქიმიოთერაპიიის ერთი კურსი 3 დან 6 თვემდე გრძელდება და ის თანხა, რასაც აღნიშნული 30% ითვალისწინებს, ძალიან ძნელი გადასახდელია პაციენტებისთვის.

ერთი შეხედვით “მომაჯადოებლად ჟღერს” რომ სახელმწიფო მკურნალობის 70 % აფინანსებს, მაგრამ აღნიშნული მკურნალობა ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ გადახდილი 150 ან 200 ლარია... როგორც პაციენტები ან მათი მშობლები აცხადებენ, ეს ყოველივე სახელმწიფის მხრიდან "მოვალეობის მოხდის" ფორმას ემსგავსება, რაც ყოვლად მიუღებელი და ხშირად მათთვის დამამცირებელია.

ონკოლოგიური პაციენტების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ხშირად ექიმთა გულისხმიერებისა და ქველმოქმედი ადამიანების იმედზეა.

ლიკა ჯოჯუა

http://www.presa.ge

2010.12.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006