logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მობილური ჯანმრთელობა - მობილური ტელემედიცინის პირველი პილოტური პროექტი საქართველოში

მ-ჯანმრთელობა (მობილური ჯანმრთელობა, მობილური ტელემედიცინა, ეწოდება სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ ნაწილს, რომელშიც ჯანმრთელობის სერვისები და სამედიცინო ინფორმატიკა ხორციელდება მობილური ტელეკომუნიკაციისა და აპარატების (მობილური ტელეფონები, სმარტფონები, პალმტოპები) გამოყენებით.

განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში ძვირადღირებული საკაბელო თუ სატელიტური სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების სახელმწიფო რესურსები შეზღუდულია, მაშინ როცა მობილური ტელეკომუნიკაციის ქსელები უკვე საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული. აქედან გამომდინარე, ასეთ ქვეყნებში მობილური ჯანმრთელობა, სავარაუდოდ, ტელემედიცინის ყველაზე წამყვან და პერსპექტიულ სეგმენტად შეიძლება იქნეს განხილული.

საქართველოში მობილური ტელემედიცინის პირველი პროექტი წელს განხორციელდა ბიზნეს-პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. არასამთავრობო ორგანიზაციამ ”პარტნიორები ჯანმრთელობისათვის” (თავ-რე - თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფ. ზვიად კირტავა) მიიღო საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (GRDF – აშშ სამოქალაქო კვლევების განვითარების ფონდის CRDF - ადგილობრივი საქართველოს განყოფილება) და საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (GNSF) საგრანტო დაფინანსება. პროექტის ბიზნეს-პარტნიორია,შპს “მაგთიკომი”.

პროექტის ფარგლებში მობილური ტელემედიცინის აპარატურით ხდებოდა გულის არითმიით დაავადებული პირების მონიტორინგი. გერმანული კომპანია VitaPhone-ის ჰოლტერ-ელექტროკარდიოგრაფი ავტომატურად აფიქსირებს არითმიის ეპიზოდებს და ბლუთუსის მეშვეობით გადასცემს “Nokia-ს" მობილურ ტელეფონს, რომელიც სპეციალური პროგრამის გამოყენებით და 3G კომუნიკაციის მეშვეობით აგზავნის სპეციალურ სერვერზე. ხოლო იქედან პაციენტის კარდიოგრამა ინტერნეტის გავლით ექიმის ელექტრონულ-ფოსტაში ხვდება. ავადმყოფი აღარ არის შეზღუდული სტაციონარში ყოფნით და მისი სრულყოფილი მონიტორინგი შინ და გარეთ მუდმივად ხდება, თუნდაც ექიმი (ან ექიმები) მისგან რამდენიმე ათასი კილომეტრით იყოს დაცილებული. ავადმყოფის ცხოვრების კომფორტი იზრდება მისი სიცოცხლის რისკის ზრდის გარეშე. გულის რითმის სხვადასხვა სახის დარღვევების მართვა არა მარტო გაადვილებულია, არამედ სტაციონარში მონიტორინგთან შედარებით 2-5-ჯერ უფრო იაფიც ჯდება.

ანალოგიური პროექტები ევროკავშირის ქვეყნებში 2004 წელს დაიწყო. კავშირი ”პარტნიორები ჯანმრთელობისათვის” მონაწილეობს ევროკავშირის COST605 პროგრამაში, როლის ფარგლებშიც ზ. კირტავას საშუალება მიეცა ერთ-ერთ პირველ პროექტს გასცნობოდა ტვენტეს უნივერსიტეტში. ჰოლანდიელი პარტნიორების მიერ მოწოდებული კითხვარის შევსების შედეგად კომპანია ”მაგთიკომის” GPRS/3G/HSDPA ქსელები სრულიად თავსებადი აღმოჩნდა იმ პარამეტრებთან, რაც ასეთ მაღალტექნოლოგიური პროექტის განხორციელებას სჭირდება. “მაგთიკომი” და კავშირი “პარტნიორები ჯანმრთელობისათვის” პროექტის შემდგომაც აპირებენ თანამშრომლობის გაგრძელებას და მობილური ჯანმრთელობის პრაქტიკის რეგიონებში გადატანას. ”მაგთიკომისათვის” ეს არის როგორც ახალი სერვისის დანერგვის საშუალება, ასევე - სოციალური ხასიათის პროექტი, რომლის მეშვეობითაც კომპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის დევიზს - ”ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ!”

22 დეკემბერს კავშირი ”პარტნიორები ჯანმრთელობისათვის” და თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტმა მოაწყო საპრეზენტაციო სემინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე პრ.ო.თოიძე, თსსუ-ის რექტორი პრ.ზ.ვადაჭკორია, თსსუ-ის კანცლერი პრ.ზ.ორჯონიკიძე, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი პრ.ზ ბოხუა, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი პრ.ს.კასრაძე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი რ.კლიმიაშვილი და კონსულტანტი პრ.ა.გამყრელიზძე, საქართველოში მსოფლიო ბანკის მისიის ჯანდაცვის პროგრამების კოორდინატორი ნ.მოროშკინა, თსსუ-ის პროფესორები: გ.სიმონია, ნ.ნარსია, პ.კასრაძე, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, ექიმები და სხვ. მათ იმსჯელეს ამ საინტერესო პროექტის პრაქტიკული რეალიზაციის პრობლემებზე და პერსპექტივებზე.

კავშირი ”პარტნიორები ჯანმრთელობისათვის” 1993 წლიდან არსებობდა, როგორც თბილისი-ატლანტის ჯანმრთელობის თანამშრომლობის პროგრამა. 2002 წლიდან რეგისტრირებულია, როგორც არასამთავრობო ორგანიზიაცია და საქმიანობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სასწავლო პროგრამების, სამედიცინო ინფორმატიკის და ელექტრონული ჯანმრთელობის (ტელემედიცინა და დისტანციური სწავლება, ელექტრონული სამედიცინო ისტორიები და ქსელები) სფეროებში. 2007 წლიდან არის ევროკავშირის COST პროგრამის პროექტის - Econ@Tel მონაწილე, სამედიცინო პორტალების www.medportal.ge და www.globalfund.ge განმახორციელებელი ორგანიზაცია.

კავშირი ”პარტნიორები ჯანმრთელობისათვის”

2010.12.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006