logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რატომ ვერ ვითარდება საქართველოში ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა?!

საქართველოში ინდივიდუალური დაზღვევის პირველი პოლისი 5 წლის წინ გამოჩნდა. თუმცა დაზღვევის ეს მიმართულება ძალზე ნელი ტემპით ვითარდება და მთლიან პოლისებში მხოლოდ 10 პროცენტს იკავებს.

საქართველოში ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ჯანმრთელობის დაზღვევა რამდენიმე საშუალებით შეიძლება: კორპორატიულად – პოლისები თანამშრომლებისთვის, სახელმწიფოს უმწეოთა დაზღვევის პროგრამაში მონაწილეობით, სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლებისთვის შეთავაზებული პოლისებით და ინდივიდუალური პოლისის ფარგლებში.

ამ დროისთვის საქართველო დაზღვეულთა რაოდენობის მხრივ განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. დაზღვეულია მოსახლეობის მხოლოდ 40 პროცენტი. აქედან სახელმწიფოს სოციალური პროგრამის ფარგლებში 500 ათასი, სახელმწიფო უწყებებიდან 300–400 ათასი, დანარჩენი კი კორპოპარიუტიულად პოლისების მფლობელები არიან. დარჩა დიდი არმია პოტენციური კლიენტებისა, რომელთა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ შეუძლია თვეში 15–დან 25 ლარად საკუთარი ჯანმრთელობა რისკებისგან დაიცვას.

მაგალითისთვის, აშშ–ში პირველადი მოხმარების პროდუქციის შემდეგ ოჯახის ხარჯებში პრიორიტეტი სწორედ ჯანმრთელობის დაზღვევას უჭირავს. მართალია შტატებში ყოველთვიური სადაზღვევო პრემია თვეში 200–დან 800 დოლარამდე მერყეობს, თუმცა იქ ფაქტობრივად იშვიათია მოქალაქე რომელიც პოლისს არ ფლობს.

საქართველოში ინდივიდუალური დაზღვევის განვითარებას ხელს რამდენიმე ფაქტორი უშლის.

1. ინფორმაციის ნაკლებობა – როგორც ვთქვით, მოსახლეობას არ გააჩნია ზუსტი ინფორმაცია თუ რას მოიცავს ჯანდაცვის პოლისები, როგორ გამოიყენოს ისინი, როგორ მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება.

2. დაბალი სადაზღვევო კულტურა: მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს მინიმალურ ფასად არარეალურად დიდი სარგებელი მიიღო. ხშირად ადამიანები სადაზღვევო კომპანიებს მაშინ მიმართავენ, როცა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ან სხვა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ. სწორედ ამიტომაა რომ კომპანიებიც ასეთ პოლისებში გეგმიურ ოპერაციებს არ აერთიანებენ. გარდა ამისა ინდივიდუალური დაზღვევით როგორც წესი მოსახლეობის უმუშევარი ნაწილი სარგებლობს, რომელიც არც უმწეოთა ფენას განეკუთვნება. აქ თავის როლს სოციალური ფაქტორიც თამაშობს – ბევრს არ სურს მისთვის მნიშვნელოვანი თუნდაც 15-25 ლარის გადახდა.

3. მეორე მიზეზიდან გამომდინარე პასიურობენ თავად მზღვეველებიც. კომპანიები ინდივიდუალური დაზღვევის პოლისების აქტიურ პრომოუშენს ერიდებიან, ვინაიდან მაღალია რისკები, რომ დაზღვეული ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა რომ მზღვეველთა უმრავლესობა ინდივიდუალურად მისულ მოქალაქეს წინასწარ დიაგნოსტიკას უტარებს. თუმცა ეს პასიურობა იმის წინაპირობაა, რომ დაზღვევის ეს მიმართულება შესაძლოა კიდევ დიდხანს დარჩეს განვითარების დაბალ დონეზე. მეორეს მხრივ რაც მეტი ადამინი დაეზღვევა ინდივიდუალურად მით უფრო შემცირდება კომპანიების რისკებიც და გაუმჯობესდება პოლისები, ვინაიდან მეტი პრემიის მოზიდვა მზღვეველებს ფინანსურის საფრთხეებისგან დაიცავს.

პირველი კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ინდივიდუალური დაზღვევა შემოიტანა (2006 წელს) „ალდაგი ბისიაი“ იყო. კომპანიას აქვს სერვისი ოპტიმალი, რომელიც სხვადასხვა ღირებულების პაკეტებს აერთიანებს.
არის ბენეფიტები ოჯახის წევრებისთვის:

ორი და სამწევრიანი ოჯახის დაზღვევისას ხდება 10%-იანი ფასდაკლება. ოთხი და მეტწევრიანი ოჯახის დაზღვევისას ერთი არასრულწლოვანი წევრი უფასოდ ეზღვევა. თუ ადამიანის ასაკი 45 წელს აღემატება ხდება მისი წინასწარი გამოკვლევა და პოლისი მხოლოდ დიაგნოსტიკის შემდეგ გაიცემა.

ერთ–ერთი პირველი იყო ჯიპიაი ჰოლდინგი. აქ ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის პოლისები თვეში 5–ლარიდან 30 ლარამდე ღირს და მთავარი პირობა ოჯახის ექიმისა და პედიატრის კონსულტაციის 100 პროცენტიანი ანაზღაურებაა. აქ ერთი წლის ასაკიდან ზევით ნებისმიერ ადამიანს წინასწარი გამოკვლევის გარეშე აზღვევენ. ინდივიდუალური დაზღვევის ბაზარზე აქტიური ექსპანსია, ბოლოს კომპანია „ალფამ“ 2010 წლის მაისში დაიწყო. „ალფა“, რომელიც „ავერსის“ შვილობილია, ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. 80%–იანი ფასდაკლება მედიკამენტებზე, ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაცია და 15 პროცენტამდე ფასდაკლება სხვა სახის სამედიცინო მომსახურებაზე. ასეთია „ალფას“ ინდივიდუალური დაზღვევის პოლისის პირობები, რომლითაც აქამდე მხოლოდ 300–მა ადამიანმა ისარგებლა. დაბალი აქტივობის გამო „ალფამ“ პროდუქტის აქტიური პრომოცია შეწყვიტა.

ექსპერტების საერთო შეფასებით, ინდივიდუალური დაზღვევის განვითარებისთვის კომპანიებს ძალების გაერთიანება მართებთ. ამ მიზნით მიზანშეწონილია ერთობლივი სარეკლამო–საინფორმაციო კამპანიის დაწყება, თუმცა პირველ ეტაპზე მზღვეველებს დიდ ფინანსურ რისკებთან გამკლავება მოუწევთ.

დავით გოჩიაშვილი

http://www.presa.ge

2010.12.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006