logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სილამაზე ძვირდება

მედიკამენტების გაძვირებამ საქართველოში ესთეტიკური სერვისის კომპანიების ნაწილში ფასები გაზარდა, ნაწილმა კი მომსახურება, შესაძლოა, მომავალ წელს გააძვიროს.

სილამაზის ქართული ინდუსტრია კრიზისს პრაქტიკულად არ დაუზარალებია, რადგან ამ სერვისის მომხმარებლის 80% შეძლებული ადამიანები არიან, რომლებსაც ფინანსური პრობლემები იმდენად არ შეხებია, რომ პლასტიკურ ქირურგიაზე ან ესთეტიკურ პროცედურებზე უარი ეთქვათ.

ამასთან, როგორც დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, საქმიანი ქალების მომრავლებამ საქართველოში ეს ბიზნესი ძალიან მომგებიანი გახადა.

კუზანოვის კლინიკის მენეჯერის ლელა ოსიყმაშვილის განცხადებით, წელს მათ კლიენტურა დაახლოებით 20%-ით გაეზარდათ, მომავალ წელს კი ამ მაჩვენებლის მატებას ელიან. რაც შეეხება ფასებს, ოსიყმაშვილის თქმით, პლასტიკური ქირურგიისთვის აუცილებელი პრეპარატები წელს 300%-ით გაძვირდა, მართალია, კომპანია ამ ეტაპზე ახერხებს ტარიფების შენარჩუნებას, თუმცა არაა გამორიცხული, მომავალ წელს იძულებული გახდნენ, ფასები გაზარდონ.

გია გვარამიას კლინიკის უფროსი მენეჯერის გიგა მიქაუტაძის თქმით კი საქართველოში ეს დარგი სულ უფრო მზარდია და სოციალური დონის ამაღლებასთან ერთად ამ ბიზნესზე მოთხოვნა ძლიერდება.

„ესთეტიკური სერვისის კულტურა თანდათანობით ჩვენთანაც მკვიდრდება. დასავლეთში სხეულისა და კანის კორექცია ცხოვრების ისეთივე წესია, როგორც, მაგალითად, კბილების მოვლა. თანდათანობით ეს კულტურა ჩვენთანაც შემოდის და ჩვენც ვცდილობთ, მუდმივად გვედოს ხელი ამ დარგის პულსზე. ამიტომ წელს რამდენიმე სიახლე დავნერგეთ. ერთ-ერთი მათგანი ერბიუმის ლაზერია, რომელიც კანის ზედაპირულ შრეებს „აორთქლებს“ და აახლებს, ხოლო მეორე ესაა „ინტელექტუალური“ სოლარიუმები, რომელიც კლიენტს თავად ურჩევს გარუჯვის სათანადო „დოზებს.“ ეს ტექნოლოგია იყენებს არა ულტრაიისფერ, არამედ წითელ სხივებს,“ - აცხადებს მიქაუტაძე.

რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, მედიკამენტებზე ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება და გაძვირება 40-დან 200%-ს შეადგენს. ამიტომ წელს გვარამიას კლინიკამ ფასები 10-12 %-ით ასწია, თუმცა მომავალ წელს მათ კიდევ მომატებას არ აპირებს. რამდენიმე დღის წინ თბილისის ცენტრში კლინიკამ ახალი ფილიალი გახსნა. სიახლეებსა და მასშტაბურ სარეკლამო კამპანიას კი ის მომავალი წლიდან გეგმავს.

გიგა მიქაუტაძის განცხადებით, ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა, მაგრამ ახალი მოთამაშეებისთვის კლიენტურის მიზიდვა რთულია, რადგან უკვე ავტორიტეტულ კლინიკებს მომხმარებლის „მყარი“ ნდობა აქვთ მოპოვებული.

სხვადასხვაგვარი ვითარებაა ბაზრის წვრილ მოთამაშეებში: „ბოდილაინში“ წელს მომხმარებლის შემცირებაზე საუბრობენ, „ესთეტიკ სერვისში“ კი აცხადებენ, რომ კლიენტურა 10-20%-ით მოემატათ. კლიენტურის რაოდენობის ზრდას ამ უკანასკნელში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაუმჯობესებით ხსნიან.

რაც შეეხება წინა საახალწლო სეზონს, ამ დღეებში ესთეტიკური სილამაზის ცენტრებში ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ხალხმრავლობაა.

სილამაზის ინდუსტრიის გააქტიურებაზე სარეკლამო კლიპების მომრავლება მეტყველებს, სავარაუდოდ, „სარეკლამო ბრძოლა“ მომავალ წელს კიდევ უფრო გამძაფრდება.

http://commersant.ge

2010.12.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006