logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის უხარისხო ფარდა-ჟალუზები?

დღეს ფარდა-ჟალუზებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. თუმცა არცთუ იშვიათად ინტერიერის მოსაწყობი საშუალებები ეკოლოგიური საფრთხის შემცველი მასალებისგან არის დამზადებული და უმეტესი მათგანი ჯანმრთელობისთვის საშიშია.
ამის შესახებ გაზეთი "ბანკები და ფინანსები" წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ზეპირი განცხადებების თანახმად, საქართველოში ფარდა-ჟალუზები ძირითადად გერმანიიდან და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან შემოდის. თუმცა, რეალურად ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქტის დიდი ნაწილი ჩინეთიდან, უკეთეს შემთხვევაში, თურქეთიდან არის იმპორტირებული - ამის შესახებ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი საამქროს მფლობელმა განაცხადა.

მან გაზეთს განუცხადა, რომ ფარდა-ჟალუზები, ძირითადად, ჩინეთიდან შემოაქვთ, შემდეგ შემომტანი პროდუქტს ერთსა და იმავე ფასად აბარებს სარეალიზაციოდ მსხვილ და წვრილ მოვაჭრეებს. წყაროს ინფორმაციით, ეს შემომტანი მსხვილ რეალიზატორებსაც, მათ შორის „დიოს“ ამარაგებს.

ამასთან, უხარისხო ჩინური პროდუქცია ხშირად ჯანმრთელობისთვის საშიშ მინარევებსაც შეიცავს.

კომპანია "დიოს" აღმასრულებელი დირექტორი კი რადიო „კომერსანტთან“ საუბარში ამ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოში ფარდა-ჟალუზების 90% ევროპის ქვეყნებიდან შემოდის.

თამაზ დაუშვილის თქმით, “დიოს” ევროპიდან ნედლეული შემოაქვს და ფარდა-ჟალუზს ადგილზე აწყობს, მისივე განმარტებით, კომპანია ხარისხის გერმანული სერთიფიკატის „აისოს“ მფლობელია, გერმანელი ექსპერტები კი ხარისხის კონტროლს ყოველწლიურად ახდენენ.

დაუშვილის განცხადებით, “დიოს” პროდუქციისგან ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა გამორიცხულია. ამასთან, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ამბობს, რომ ჩინური პროდუქცია ყოველთვის ცუდს არ ნიშნავს და ჩინეთი საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციასაც აწარმოებს.

http://commersant.ge

2010.12.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006