logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

თამბაქოს კონტროლის სფეროში სამართლებრივ ურთიერთობას, მოსახლეობაში მისი მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით, ახალი კანონი განსაზღვრავს და მოაწესრიგებს. "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 13 დეკემბრის სხდომაზე საბოლოო – მესამე მოსმენით მიიღო და პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე მის გატანას მხარი დაუჭირა.

თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კრიტერიუმები, მოთხოვნები, პირობები და წესები სხვადასხვა პრინციპებს ეფუძნება, მათ შორის იმას, რომ თამბაქო აღიარებულია ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტად. კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში გაითვალისწინეს წინა მოსმენებზე გამოთქმული შენიშვნები და გადაწყდა, რომ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია აიკრძალება სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში. გარდა ამისა, კანონით განსაზღვრული კერძო და საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელები ვალდებული იქნებიან შენობებში სპეციალური მოსაწევი ადგილები გამოყონ.

კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები შედის ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვით "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის დარღვევა დაჯარიმებას გამოიწვევს.

კომიტეტის წევრებმა ასევე მესამე – საბოლოო მოსმენით განიხილეს კანონპროექტი ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც ერთ–ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ლაშა თორდიამ წარადგინა. კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალს ემატება ფსიქოტროპული ნივთიერება – თიანეპტინი.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, რომელიც აკრძალვების ნაცვლად მკაცრი ადმინისტრირების მომხრეა. მის აზრით, დღეს თუ ერთი პრეპარატი აიკრძალება, ხვალ შეიძლება სხვა გამოჩნდეს, და ამით პრობლემა ვერ გადაიჭრას. გიორგი გოდაბრელიძეს მიაჩნია, რომ აფთიაქებში პრეპარატების რეალიზაციაზე მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს. ამავე თემასთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ თოიძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალს კიდევ 52 პრეპარატი დაემატოს და მათი გაყიდვა მხოლოდ რეცეპტით იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, ამ მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენებაც საკმაოდ უარყოფით შედეგებს იძლევა.

სხდომაზე განსაკუთრებით მწვავე კამათი გამოიწვია კანონპროექტმა ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", კერძოდ, კი "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტმა. კანონპროექტი მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილეს. კამათის საგანი იყო ის პუნქტი, რომელიც ექიმის მიერ პაციენტისათვის ფარმაცევტული პროდუქტის შეთავაზებას ეხება. როგორც სხდომაზე ითქვა, საერთოდ, კანონპროექტის მომზადების მიზეზი არსებულმა რეალობამ განაპირობა, როდესაც ბევრი ექიმი საკუთარი მატერიალური დაინტერესების სანაცვლოდ პაციენტს კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის პროდუქტს სთავაზობს და ამ კომპანიასთან ერთგვარ გარიგებაში შედის.

სხდომაზე დამსწრეები ერთ რამეში შეთანხმდნენ, რომ პაციენტს უფლება აქვს ჰქონდეს ფარმაცევტული პროდუქციის შეძენის შეძლებისდაგვარად ფართო არჩევანი. თუმცა, როგორ უნდა მოხდეს ამ ფართო არჩევანის შეთავაზება, ანდა როგორია ამ პროცესში ექიმისა და ფარმაცევტის, იგივე აფთიაქის როლი, გაურკვეველი დარჩა. ამ სადაო საკითხზე კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ კიდევ დამატებით გაივლის კონსულტაციებს ექიმებისა და ფარმაცევტული წრეების წარმომადგენელებთან.

პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ ექიმმა პაციენტს რეცეპტით წამლის საერთაშორისოდ აღიარებული დასახელება უნდა გამოუწეროს და პაციენტს უნდა მიეცეს არჩევანის გაკეთების საშუალება, თუ საბოლოოდ რომელი "ბრენდი" წამალი შეიძინოს. ამასთანავე, მისი აზრით, წამლის შერჩევაში ფარმაცევტის ჩარევა და მისგან წამლის შეთავაზება უნდა აიკრძალოს, აფთიაქს უნდა ჰქონდეს ერთი უფლება – შესთავაზოს პაციენტს წამალი.

"ექიმს ნუ წავართმევთ უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილება თუ რა წამალი გამოწეროს. მე მინდა ჩემი მკურნალობისთვის წამალი კომპეტენტურმა ექიმმა გამოწეროს და არ მიმაჩნია მართებულად, რომ ყველაფერი აფთიაქში გადაწყდეს. ექიმს უნდა ჰქონდეს მოტივაცია გამოწეროს ე.წ. ჯენერიკები, მაგრამ არ შეიძლება წავართვათ უფლება, თუ კი ეს პაციენტსაც ესაჭიროება, გამოწეროს ბრენდი", – განაცხადა პარლამანეტის ვიცე–სპიკერმა, გიორგი წერეთელმა. მისი თქმით, ჯერ საჭიროა განისაზღვროს, თამაშის რა წესებს ვამკვიდრებთ – კარგია საერთაშორისო პრაქტიკა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული სპეციფიკაა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ თოიძემ განაცხადა, ანგარების რისკი ორივე – როგორც ექიმების, ასევე ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან არის, ამიტომ ოქროს შუალედია მოსაძებნი, და კონკრეტული პუნქტის უმრავლესობისათვის მისაღებ ფორმულირებაზე ჩამოყალიბება.

კომიტეტმა კანონპროექტს მეორე მოსმენით აღნიშნული პუნქტის გარეშე უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა, სადაო საკითხზე კი კონსულტაციები გაგრძელდება.

http://www.parliament.ge

2010.12.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006