logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დღეს "თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტების საბაზრო ბრუნვიდან ამოღების შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებენ

დღეს, 15 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით "თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტების საბაზრო ბრუნვიდან ამოღების შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში, რომლის მიხედვითაც "თიანეპტინის" შემცველი პრეპარატების ურეცეპტოდ გაყიდვა მომავალი წლიდან აიკრძალება.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ლაშა თორდიამ აღნიშნა, "თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტების, კერძოდ კი "კოაქსილის" და "სტაბლონის" გამოყენება ხშირად არასწორი მიზნებისთვის ხდება და მას, როგორც ნარკოტიკულ ნივთიერებას, ისე იყენებენ.

"კოაქსილის და სტაბლონის ნარკოტიკული ნივთიერებად გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს, ხდება კანის დანეკროზება და ვითარდება კიდურების განგრინა, ასევე იწვევს სეფსისს, ტოქსიკურ ენცეფალოპათიას და სხვა. ამის გათვალისწინებით კი, "თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტები ბრუნვიდან მთლიანად ამოღება და მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაყიდვა იქნება შესაძლებელი", - დასძინა თორდიამ.

"თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტები სწრაფად იწვევს შეჩვევას, რის გამოც თავდაპირველად პრეპარატს დღეში 5-10 აბს ღებულობენ, ხოლო დაახლებით ერთი თვის განმავლობაში მისი მოხმარებიდან რაოდენობა 30-იდან 100 აბამდე იზრდება, რაც იწვევს მომხმარებლის ფსიქიკურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას.

პრეპარატი "კოაქსილი" კი ფართოდ გამოყენება რუსეთში, უკრაინაში და საქართველოში.

ბოლო დროს ნარკოლოგიურ კლინიკებში მედიკამენტზე მოთხოვნილება არასამედიცინო მიზნით გამოყენების თვალსაზრისით განსაკუთრებით გაიზარდა.

http://www.ghn.ge

2010.12.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006