logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "2011 წელი ჰოსპიტალური რეფორმის გარდატეხის წელი იქნება"

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სანდრო ურუშაძის თქმით,
ორ წელიწადში, ჰოსპიტალურ სექტორში 400 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ძირითადად ეს ინვესტიცია მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, კადრების მომზადებაზე, ჰოსპიტლების გადაიარაღებაზე. 2011 წელი ჰოსპიტალური რეფორმის მიმდინარეობაში გარდატეხის წელი იქნება.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, სისტემატურად ხორციელდება სადაზღვევო სექტორის მიერ ჰოსპიტალების მშენებლობის ვალდებულების კონტროლი. ყოველთვიურად აქვთ ანგარიში იმის შესახებ, არის თუ არა სადმე გეგმიდან ჩამორჩენა, მაგრამ ეს არ არის მასშტაბური. თუ კომპანიები მოინდომებენ, ყველაფერს მოასწრებენ, თუ არა და იქნება საჯარიმო სანქციები.

ჯანდაცვის სექტორში კიდევ ერთი ინვესტიცია განხორციელდა - ეს არის ევროკავშირის, კერძოდ, პოლონური ინვესტიცია. რეფერალურ ჰოსპიტალში, ყოფილ 31–ე ქარხნის ტერიტორიაზე იქმნება თანამედროვე სერვისებზე, თანამედროვე მართვაზე ორიენტირებული კლინიკა.

სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულებს არ აქვთ პროვაიდერი კლინიკის შერჩევის უფლება. სანდრო ურუშაძე ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ასეთი რამ პირობაში დევს, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და რომ ამ პრაქტიკაში ცუდი არაფერია. ეს არ არის მხოლოდ ქართული გამოგონება. ბევრი საერთაშორისო სოციალური დაზღვევის პროგრამა ითვალისწინებს ე. წ. შერჩეული კლინიკების ქსელით მომსახურებას.

რაც შეეხება პედაგოგების დაზღვევას, სახელმწიფო მომავალ წელსაც ისევე სრულად აანაზღაურებს, როგორც მიმდინარე წელს. არავითარი საფუძველი, რომ რამე შეიცვლება, არ არსებობს.

ახალი კანონმდებლობით, ექიმებს ეკრძალებათ რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის სასარგებლოდ რეცეპტის გამოწერა. ექიმის მთავარი მოტივაცია მკურნალობის დანიშვნის დროს უნდა იყოს პაციენტის უფლებების დაცვა და რაციონალური მკურნალობა. ბუნებრივია, თუ ექიმს სხვა მოტივაციები აქვს, მაგალითად, იღებს გარკვეულ ანაზღაურებას გაყიდული წამლების ღირებულებიდან, ეს აიკრძალება კანონით და იქნება, პირველ რიგში, ადმინისტრაციული სანქციები, აღნიშნავს მინისტრი.

http://commersant.ge

2010.12.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006