logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სახელმწიფოს ინსულინის სხვა მედიკამენტით ჩანაცვლება სურს

2011 წელს დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსება მცირდება. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ასეთი პაციენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. უკანასკნელი მონაცემებით, დიაბეტი ქრონიკული დაავადებების გავრცელების მხრივ მესამე ადგილზეა.

2011 წლის ბიუჯეტში დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის 549 300 ლარია გათვალისწინებული მაშინ, როცა წელს იგივე პროგრამისთვის 626 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.

„დიაბეტის ცენტრის“ დირექტორის პროფესორ რამაზ ყურაშვილის განცხადებით, საქართველოში დიაბეტით დაავადებული 600-მდე ბავშვია, შარშან კი 530 იყო. მთლიანად კი დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 300 ათასზე მეტია, აქედან 20 ათასი ინსულინს იკეთებს.

ყურაშვილის განცხადებით, დიაბეტის გამომწვევი ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი სწრაფი კვების ობიექტები და „კოკა კოლაა“. სხვა ფაქტორებს შორის ის ქალაქური ცხოვრების წესსაც ასახელებს, როდესაც ადამიანები ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ, ცოტა სძინავთ, ნაკლებად მოძრაობენ და მეტი სტრესი აქვთ.

„სახელმწიფო მხოლოდ იმ პაციენტებს ეხმარება, რომლებიც ინსულინს იკეთებენ - ის მათთვის 3 დასახელების ინსულინს ყიდულობს. ასეთი პაციენტებისთვის ბიუჯეტში თანხების შემცირება დაუშვებელია, ეს დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუარესებს. სატენდერო სისტემით სურთ სხვა ინსულინის შემოტანა, არადა ინსულინიან პაციენტებს ახალი პრეპარატის ჩანაცვლების შემდეგ გართულებები ექნებათ,“ - აცხადებს რამაზ ყურაშვილი.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ თოიძის განმარტებით კი, არცერთ პროგრამას ფული არ მოაკლდება.

„რაც შეეხება დიაბეტიან პაციენტს, არც მათ მოაკლდებათ თანხა. შესაძლოა, სახელმწიფოს მედიკამენტების გარკვეული მარაგი ჰქონდეს და ამიტომ არ ჩანდეს ეს თანხა,“ - აცხადებს თოიძე.

რაც შეეხება ინსულინის ჩანაცვლებას, მისი თქმით, მედიკამენტები დიაბეტიანებისთვის იქნება, მაგრამ შეიძლება „რაღაც სხვა სახით იყოს“.

http://commersant.ge

2010.12.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006