logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან სანქციები ემუქრება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილ ახალ კანონპროექტს „საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ არასამთავრობოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით დღეს მოქმედი ანალოგიური კანონი საკმაოდ შესუსტებულია, რაც თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
ამ პრობლემისადმი მთავრობის დამოკიდებულება კვლავ ლოიალურია, რის გამოც ოპონენტები ხელისუფლებას ინდუსტრიის ლობირებაში ადანაშაულებენ და მთავრობისგან თამბაქოს კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2008 წლის 30 დეკემბერს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები და დამატებები შეიტანა. მოგვიანებით კი თამბაქოს კონტროლის საკითხით სოფლის მეურნეობის სამინისტროც დაინტერესდა და პარლამენტში ახალი კანონპროექტი წარადგინა.
პარლამენტარ გიგი წერეთლის განმარტებით, ახალ კანონპროექტში საუბარია ადმინისტრირებასა და ჯარიმებზე. მანამდე კი ადმინისტრირება არ იყო.
„საზოგადოებრივ დაწესებულებებში იკრძალება თამბაქოს მოწევა. კანონპროექტით, აკრძალვა საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში რჩება. მეორეა ჯარიმები გაყიდვებზე,“ - აცხადებს წერეთელი.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის განმარტებით, ამ პროექტით უქმდება დაწესებულებათა ხელმძღვანელების პასუხისმგებლობა, საკუთარ ტერიტორიაზე უზრუნველყონ კანონის დაცვა, შესაბამისად, ეს ტვირთი მოდის სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანიზაციებზე.
„კანონპროექტში ამოღებულია სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიის 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის აკრძალვა. ამოღებულია ასევე კაფე-ბარების 50%-ზე მოწევის აკრძალვის ნორმა და ჩაწერილია გაურკვეველი ფრაზა - „მომხმარებლისთვის ისეთი ზონების გამოყოფა, სადაც დასაშვებია მოწევა“, რაც ინტერპრეტირების დიდ საშუალებას იძლევა და უკონტროლოდ ტოვებს საკითხს. ამოღებულია ისეთი ფუნდამენტური პრინციპებიც, როგორიცაა: არამწეველობის, როგორც ცხოვრების ნორმის აღიარება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, თამბაქოს ნაწარმის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა, საზოგადოების მონაწილეობა თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებაში,“ - აცხადებს ბახტურიძე.
მისი ინფორმაციით, კანონპროექტიდან ასევე ამოღებულია თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ან სტრატეგიის არსებობის ვალდებულება, რაც არღვევს ევროპული ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, ბახტურიძის შეფასებით, აშკარად იკვეთება თამბაქოს ინდუსტრიაში კერძო ინტერესების ლობირება მთავრობის ჩინოვნიკების მხრიდან.
ბახტურიძის აზრით, აუცილებელია არსებობდეს ლიცენზია თამბაქოს ნაწარმის წარმოებასა და რეალიზაციაზე. მისივე თქმით, ასევე აუცილებელია წლის ბოლომდე პარლამენტმა განიხილოს თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის აკრძალვის საკითხი, რომლის საერთაშორისო ვალდებულებასაც 2011 წლის 15 თებერვალს გასდის ვადა და ამ ცვლილების განუხორციელებლობის შემთხვევაში ქვეყანას შესაბამისი სანქციები ემუქრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან.

http://commersant.ge

2010.12.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006