logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "ავერსმა" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები დაასაჩუქრა

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეა, რომელიც მთელს მსოფლიოში 1982 წლიდან აღინიშნება. საქართველო წელს პირველად შეუერთდება ამ აქციას.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ამ დღის აღსანიშნავად კონცერტი გაიმართა, რომლის ინიციატორი №31-ე საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი მარინა ნიჟარაძე გახლდათ. ეს სკოლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად აქტიურად არის ჩართული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესებში. კონცერტზე მოსულ ბავშვებს ფარმაცევტულმა კომპანია “ავერსმა” საჭირო მედიკამენტები გადასცა საჩუქრად.
“100-მდე უნარშეზღუდული ბავშვი სტუმრად მოვიწვიეთ. ისინი სხვადასხვა საჯარო სკოლაში სწავლობენ და მათთან დაკავშირებასა და საკონცერტო აუდიტორიის შეკრებაში განათლების სამინისტრო დაგვეხმარა. ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ ბავშვებისთვის 3 დეკემბერი შეძლებისდაგვარად გაგველამაზებინა და ვფიქრობ მიზანს მივაღწიეთ, რადგან ბევრი ბედნიერი სახე ვნახე ერთად. დიდ მადლობას ვუხდი კომპანია “ავერსს” იმ მხარდაჭერისთვის, რაც ბავშვების მიმართ გამოიჩინა” - აღნიშნა ქალბატონმა მარინა ნიჟარაძემ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეას გამოეხმაურა ხელოვნების აკადემიის რექტორი, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი და კონცერტი, რომელიც 3 დეკემბერს გაიმართა, ვალერიან შიუკაშვილისა და ხელოვნების აკადემიის სტიპენდიანტების საჩუქარი გახლდათ იმ თანატოლებისთვის, ვისაც მათი გვერდში დგომა ასე სჭირდებათ. “საქართველო უკვე დიდი ხანია ცდილობს ფეხი აუწყოს ევროპულ ცხოვრებას, 3 დეკემბერი მთელს ევროპაში აღინიშნება და მიხარია, რომ საქართველოც შეუერთდა ამ შესანიშნავ მოვლენას. გადავწყვიტეთ ერთობლივად მოგვეწყო ზეიმი ბავშვებისთვის. პირველად ვიყავი წამყვანი და იმედი მაქვს უკანასკნელად, თუმცა ვფიქრობ, მსგავსი კონცერტები კიდევ ჩატარდება, რადგან ისინი სჭირდება არა მხოლოდ უნარშეზღუდულ ბავშვებს, არამედ კაცობრიობას, რომ გადავრჩეთ. რომ არა “ავერსი” და ის ადამიანები, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ, ეს საღამო ასეთი შესანიშნავი არ გამოვიდოდა, ბავშვებს განსაკუთრებით გაუხარდათ საჩუქრების მიღება. ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა აღვზარდოთ საქართველოს მომავალი” - აღნიშნა ბატონმა ვალერიანმა.
მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ ბავშვებს ეს დღე, ალბათ, დიდხანს ემახსოვრებათ, რადგან მართლაც შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოებები მოისმინეს და, რაც მთავარია, კომპანია “ავერსისგან” საჩუქრები მიიღეს.
ავერსი უსურვებს ამ არაჩვეულებრივ ბავშვებს ბედნიერ ბავშობას და ლამაზ მომავალს.

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი"

2010.12.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006