logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პარლამენტის ვიცე–სპიკერი გიორგი წერეთელი ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული ალიანსის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული ალიანსის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ნუტრიციული კვლევის ანგარიში მოისმინეს. ალიანსის წევრებმა ადრეული ასაკის ბავშვთა კვების თავისებურებებზე ისაუბრეს და ძუძუთი კვების უპირატესობაზე გაამახვილეს ყურადღება.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სიმსუქნისა და ზრდაში ჩამორჩენის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებია, რაც ბუნებრივი კვების ხელოვნურით ჩანაცვლების ტენდენციით ახსნეს. შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ჯერაც მაღალია რკინადეფიციტური ანემიებით, ფოლის მჟავას და სხვადასხვა მიკროელემენტების უკმარისობით გამოწვეული დაავადებების მაჩვენებლები.

გიორგი წერეთელმა საკვების ფორთიცირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა UNICEF-თან ერთად აქტიურად იმუშავა და საყოველთაო იოდიზირების კანონი მიიღო, რამაც საკმაოდ სწრაფად გვაჩვენა პოზიტიური შედეგი. „საწარმოებმა აქტიურად დაიწყეს მარილის იოდირება, თუმცა პრობლემა მისი მოხმარების წესებზე კვლავაც აქტუალური დარჩა“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება და მათ განათლებაზე ზრუნვა. გარდა ამისა, ვიცე–სპიკერი საჭიროდ მიიჩნევს, საკითხის უფრო დეტალურად შესწავლის მიზნით პროცესში ექსპერტების ჩართვასა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებას.

http://www.parliament.ge

2010.12.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006