logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში შიდსის მედიკამენტების შემოტანა შეჩერდა

საქართველოში აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანა შეჩერდა.
პრობლემის შესახებ რამდენიმე კვირის წინ შეიტყვეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც აივ ინფექციით დაავადებულთა ინტერესების დაცვაზე მუშაობენ. ”ახალი ვექტორის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ორგანიზაციას პაციენტებმა უკვე მიმართეს. მათი აზრით, მკურნალობის შეჩერება სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს.

ამასვე ადასტურებენ შიდსის ცენტრშიც. უფასო წამლებს აივ ინფექციით დაავადებულებს სწორედ აქ აძლევენ. აქვე ადგენენ მკურნალობის განრიგს და მედიკამენტების დოზებს.

უკვე რამდენიმე წელია, ანტირეტროვირუსული მედიკამენტები საქართველოში მსოფლიო "გლობალ ფონდის" დაფინანსებითა და დახმარებით შემოდის. გაირკვა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, შიდა შესყიდვების პრინციპი მოქმედებდა. თანხების დაზოგვის მიზნით, "გლობალ ფონდმა" საერთაშორისო შესყიდვების სისტემაზე გადასვლა გადაწყვიტა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უკვე დაუკავშირდა "გლობალ ფონდის" სათავო ოფისს და საერთაშორისო ორგანიზაციას გადაწყვეტილების გადახედვა მოსთხოვა.

რამდენიმეთვიანი შეფერხების შემდეგ, საქართველოში ორი დღის წინ მედიკამენტების მცირე ნაწილი ჩამოვიდა. ეს მარაგი ქვეყანაში აღრიცხვაზე მყოფ პაციენტებს მხოლოდ ათ დღეს ეყოფათ.

შიდსის ცენტრში იმედი აქვთ, რომ ამ დროის განმავლობაში პრობლემის მოგვარება და ახალი პარტიის მიღება მოხერხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში დარეგისტრირებულ 2600-ზე მეტი აივ ინფექციით დაავადებულისგან უმეტესობას სერიოზული პრობლემა შეექმნება.

http://www.rustavi2.com

2010.11.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006