logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, რისი მიზეზიც მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის დაქვეითებაა. შესაბამისად, მომხმარებელი დაბალფასიან, უხარისხო პროდუქციას უფრო ხშირად ყიდულობს.

ქართულ ბაზარზე 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წილი დაახლოებით 10-15%-ია. სპეციალისტების განცხადებით, იმპორტირებული პროდუქტები თითქმის მთლიანად გენმოდიფიცირებულია. ესენია სოიო, ბრინჯი, პომიდორი, ლობიო, იმპორტირებული ხილი, ასევე ხორცპროდუქტები. ექსპერტების განცხადებით, სოფლის მეურნეობაში სწორი პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში ქვეყანას აქვს რესურსი, რომ ეკოლოგიურად მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებით 10-12 მილიონი ადამიანი გამოკვებოს.

ექსპერტ პაატა კოღუაშვილის განცხადებით, მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უკვე ფუფუნებაა. საქართველოს კი აქვს იმის შანსი, იმ რაოდენობის პროდუქცია აწარმოოს, რომ ადგილობრივი მოთხოვნაც დააკმაყოფილოს და სოფლის მეურნეობის პროდუქტი ექსპორტზე გაიტანოს.

მისი თქმით, მოსავლიანობის გაზრდის მიზნით საქართველოში შემოვიდა გენური ინჟინერიით გამოყვანილი თესლი - კარტოფილი, მარწყვი, ხორბალი.

მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელის მადონა კოიძის განცხადებით, საქართველოში არ არსებობს კანონი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გენმოდიფიცირებული პროდუქტების რეგისტრაცია, ასევე არ არსებობს აკრედიტებული ლაბორატორიები, სადაც ამ პროდუქტების შემოწმება მოხდება.

კოიძის თქმით, საქართველოში წარმოებული რძის პროდუქტები ეკოლოგიურად სუფთაა, ასევეა საქართველოში მოყვანილი ხილი და ბოსტნეული. მისი თქმით, იმპორტირებული პომიდორი, ლობიო, ბრინჯი და სოიო გენმოდიფიცირებულია. პარლამენტში იყო ინიციატივა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის დროს მათზე ევროკომისიის მიერ დადგენილი გენმოდიფიცირების იდენტურობის კოდი დატანებულიყო და საქართველო გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებულიყო. თუმცა პარლამენტმა ამ ინიციატივების რეალიზება საჭიროდ არ ჩათვალა.

http://commersant.ge

2010.11.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006