logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შეხვედრა სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ფარგლებში

14 თებერვალს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი შეხვდა სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის (SCAD) საერთაშორისო ექსპერტს ლუი ბლონდიუს. აღნიშნული პროგრამა დაფინანსებულია ევროგაერთიანების (UN) მიერ და მას ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). ამ პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში კონკრეტული ღონისძიებების გატარებას ნარკოტიკების ტრანსპორტირებასა და მოხმარებაზე კონტროლის გასაუმჯობესებლად. შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს ნარკომანიის პრობლემაზე საქართველოში, ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგებზე. გიორგი წერეთელმა აღნიშნა, რომ 2007 წლის 13 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და დაამტკიცა "საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები”, რისი გათვალისწინებითაც საქართველოს მთავრობას დაევალა სამოქმედო გეგმის შემუშავება და 2007 წლის 1 აპრილამდე საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტებს, როგორებიცაა: ნარკოტიკულ ნივთიერებებზე მოთხოვნის შემცირება და მათი მიწოდების შეზღუდვა, პრევენცია, ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობა და რეაბილიტაცია, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირება, სიტუაციის ანალიზი და კვლევა, საზოგადოებასთან ეფექტიანი მუშაობა, კადრების მომზადება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. გიორგი წერეთლის განცხადებით, მთავრობის მხრიდან სამოქმედო გეგმის წარგენის შემდგომ, გაგრძელდება მუშაობა აღნიშნული გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს პარლამენტის კომიტეტების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად საერთაშორისო ექსპერტებიც იქნებიან ჩართულნი. ბატონ ლუი ბლონდიუს თქმით, სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სამოქმედო გეგმის რეალიზაციასა და განხორციელებაში.

http://www.parliament.ge

2007.02.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006