logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ანემიის დაძლევის ეროვნული პროგრამის ფორტიფიკაციის პროექტის პრეზენტაცია

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის -"გაუმჯობესებული კვების ალიანსი საქართველოსთვის" კოორდინაციით საქართველოში ანემიის დაძლევის პროგრამა დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გამართულ პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, გაუმჯობესებული კვების გლობალური ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ვან ამერინგენი, გაუმჯობესებული კვების გლობალური ალიანსის მთავარი მენეჯერი რეგინა მოენჰ–ფანერი, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ბრიუს ჯორჯი, გაეროს ბავშვთა ფონდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და დსთ რეგიონული ოფისის კვების პროგრამების ხელმძღვანელი არნოლდ ტიმერი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში რკინის დეფიციტის და რკინადეფიციტური ანემიის დაძლევასა და თანდაყოლილი სიმახინჯეების შემცირებას. ამავე დროს, იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ათასწლეულის განვითარების მიზნების (ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სიღარიბის დაძლევა) მიღწევაში.
გაუმჯობესებული კვების გლობალურმა ალიანსმა (GAIN), რომელსაც ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს, გამოყო 1.2 მლნ აშშ დოლარი, რაც ხუთწლიანი პროექტის საერთო ღირებულების ერთ მესამედს შეადგენს. პროექტის თანადაფინანსებას უზრუნველყოფენ სახელმწიფო, კერძო სექტორი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. პროექტს ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ექთს ჯორჯია" (ACTS Georgia) და "სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტი" (ISR).
პრეზენტაციის დასასრულს, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის -"გაუმჯობესებული კვების ალიანსი საქართველოსთვის" ხელმძღვანელმა გიორგი გეგელაშვილმა და გაუმჯობესებული კვების გლობალური ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ვან ამერინგენმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

http://www.parliament.ge

2007.02.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006