logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სადეზინფექციო ხალიჩა ენგურის ხიდზე

ზუგდიდში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული პრევენციული ზომების გატარება დაიწყო. ვეტერინარიის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პირველი დეზოხალიჩა აფხაზეთთან დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე გახსნეს.
"სპეციალურ ხალიჩაზე გავლის გარეშე ენგურის ხიდის გავლით ვერანაირი ტრანსპორტი ვერ შემოვა," - აცხადებს ზუგდიდში ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენელი რობერტ ჭურღულია. მისივე განმარტებით, დეზოხალიჩის საშუალებით ყველა სახის ტრანსპორტის საბურავების დეზინფექცია სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მოხდება. "ჩვენი თანამშრომლები აღჭურვილნი არიან როგორც ხსნარით, ასევე ორი დეზინფექტორით. ღონისძიებებს ადგილობრივი მმართველობის ორგანო აფინანსებს," - ამბობს ჭურღულია. ამასთან, გახსნილია ცხელი ხაზი და საეჭვო შემთხვევებში სპეციალისტები მზად არიან შემთხვევის ადგილზე გასასვლელად.
საგანგებო პოსტები გაიხსნა ენგურის ყველა გადასასვლელზე, სადაც ტრანსპორტი გადაადგილდება.
ვეტერინარების გააქტიურება, გარეული ფრივნველების გადაფრენის სეზონის დაწყებასთან ერთად, კრასნოდარის მხარეში ფრინველის გრიპის ვირუსის შემთხვევასაც უკავშირდება. ვეტერინარიის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის კობა სანოშვილის განმარტებით, კრასნოდარში აღმოჩენილია არა H5N1, არამედ ვირუსი H5-ის სახელწოდებით. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფრინველის გრიპთან დაკავშირებით საშიშროება არანაირი არ არის, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ და საფრთხის თავიდან ასაცილებლად ისეთ პრევენციულ ზომებს მივმართავთ, როგორიც ამ შემთხვევაში დეზოხალიჩის დაგებაა," - ამბობს კობა სანოშვილი.
ვეტერინარიის დეპარტამენტმა ოფიციალური წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის ვეტერინარიის სამსახურს, სადაც ისინი კრასნოდარის შემთხვევასთან დაკავშირებით ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას ითხოვენ, თუმცა წერილს ჯერ რუსეთის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არ გამოხმაურებიან.
ენგურის ხიდის მსგავსად, სადეზინფექციო პუნქტები გახსნილია საქართველოს ყველა სასაზღვრო ზონაში, სადაც სადეზინფექციო სამუშაოებს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურები ატარებენ, ენგურის ხიდზე კი ვეტერინარიის ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს.
ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენელთა განმარტებით სადეზინფექციო პუნქტი ენგურის ხიდზე გადაფრენის სეზონის დასრულებამდე - მარტის ბოლომდე იქნება განთავსებული. განსაკუთრებული ყურადღება და პრევენციული ზომების გატარება სწორედ რისკის ამ ორი თვის - თებერვლისა და მარტის განმავლობაში უნდა მოხერხდეს. ვირუსის გავრცელების მთავარ რისკს გადამფრენი ფრინველები წარმოადგენენ, თუმცა სამეგრელოში არ არის დიდი წყალსაცავები, სადაც გადამფრენი ფრინველები ისვენებენ. "ერთადერთი ადგილი, სადაც გადამფრენი ფრინველები ჭარბობდნენ, არის მდინარე ჭურიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ჩვენი სამსახური გაძლიერებულ ვიზუალურ კონტროლს ახორციელებს," - ამბობს რობერტ ჭურღულია. მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამეგრელოს ტერიტორიაზე გადამფრენი ფრინველების რიცხვი, შარშანდელთან შედარებით, შემცირებულია.

ნანა საჯაია

http://www.24saati.ge

2007.02.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006